წამები საათებად იწელებოდა, საათები -დღეებად, დღეები - თვეებად... თებერვალი იდგა, თოვლი და ყინვა წვიმებმა შეცვალა.. ალბუს პოტერი თავის ოთახში იჯდა რომელშიდაც ოდესღაც ჰარის და რონს ერთად ეძინათ. აქედან კარგად ჩანდა მთელი სოფელი, ხოლო სადღაც მთაზე, ქუდის ფორმის სახლი, რომლის შესახებაც იცოდა, რომ იქ ლუნა ლავგუდი ცხოვრობდა ყველამ იცოდა რომ იქ უცნაური არსებები ყავდა.
ალბუსი ფანჯრის რაფაზე იჯდა, მუხლებზე მგოსანი ბიდლის ზღაპრები ედო და ფანჯარაზე მიხლილ წვიმის წვეთების ხმას უსმენდა.
კარი გაიღო და ოთახში დრაკო მალფოის შვილი - სკორპიუს მალფოი შემოვარდა.
- ალბუსს გაუმარჯოს!
- სკორპიუსს, ამ დილა უთენია რამ მოგიყვანა?!
- მამამ ნებართვა მომცა რომ სანამ ჰოგვორტსს დამცავ ჯადოებს შემოავლებენ, შენთან გამეტარებინა ერთი კვირა.
- რა კარგია! მოდი აქ! დედა როგორაა? - სკორპიუსმა ჯოხი აღმართა და ფანჯრის რაფას დაუმიზნა - "ენგორჯიო!" - შესძახა და უხილავ საგანზე ჩამოჯდა.
- ყოჩაღ! გივარჯშია.
სკორპიუსი უფერულ რაფაზე იჯდა, გეგონებოდა უჩინმაჩინის მოსასხამი გადააფარეს რაფასო.
- უხილავი დამატების შელოცვა.. - სკორპიუსს სიტყვა პირში გაუწყდა რადგან ამ დროს ოთახშ ლილი პოტერი შემოვარდა, თავზე პეპლები ევლებოდნენ.. მას უკან კრეჩერი მოჰყვა.
- ქალბატონმა ჯინიმ ბრძანა, ბავშვები სასაუზმოდ ჩამოვიდნენო.
- კარგი კრეჩერ, ახლავე ჩამოვალთ!
ძირს ჩასულებს უცნაური და მეტად სასაცილო მდგომარეობა დახვდათ.
ჰერმიონი და რონი დივანზე ისხდნენ. ჰერმიონი დილის მისნის კითხვაში იყო გართული, ხოლო რონი მას ამას არ აცლიდა და მეტად ხმაურიანი გარემო შექმნილიყო. ჰარი ყავას სვამდა და თან საქმიანად საბუთებს ახარისხებდა, ჯინი კი გვერდით ეჯდა და ჩუმად ემასლაათებოდა.
- ერთიც რა.. გთხოვ! ბოლოს და ბოლოს ჩემი ცოლი ხარ, რა გჭირს?!
- ეგ აქ განსახილველი თემა არ არის! - შეუყვირა ჰერმიონმა.
- არც უნდა მჭირდებოდეს კიდევ ამდენი ხვეწნა! დაფიქრდი ამაზე!
- კარგი რა, კარგი! გადახედე ჩვენ მდგომარეობას, ახლა კიდევ ერთი ბავშვი სულ ჩამოგვაშორებს საქვეყნო საქმეებს! დაიმახსოვრე რომ მაგიის მინისტრი ვარ, მასხარავ!
- წადი შენი რა მინისტროო..
- ჰხამმ! - ჩაახველა ჯინიმ. - კარგით მოდით და ისაუზმეთ,მე წავალ და მოლის დავუძახებ.
- არ ღირს, უკვე ისაუზმა! - მიუბრუნდა რონი თავის დას.
- კარგი, მაშინ მეც თქვენთან ერთად ვისაუზმებ.
ყველანი სუფრას მიუსხდნენ.
- ჰერმიონ, ისაუზმე და სამინისტროში ერთად წავიდეთ. - ჰარი ადგა და თავისი თეფში და ჭიქა ნიჟარაში ჩააწყო.
- კარგი ჰარი.
- ახლავე დავბრუნდები - შეტრიალდა ჰარი აბაზანისკენ.
გაისმა კარზე კაკუნის ხმა. ჯინიმ კარი გააღო და ოთახში დრაკო შემოვიდა სულ გაწუწული და ლაბადატალახიანი.
- დილამშვიდობის ჯინი! - უხერხულად გაიღიმა დრაკომ.
დრაკო მშვენივრად გამოიყურებოდა. თეთრი თმითა და დაკუნთული ტანით. გაახალგაძრდავებულს გავდა.
- შემოდი, გარეთ რატომ დგახარ?!
დრაკო ოთახში შემოვიდა და იქ მყოფთ მიესალმა.
- სალამი ყველას. სკორპიუსის წასაყვანად მოვედი. შვილო, ქურთუკი ჩაიცვი და წამოდი! - დრაკომ ძალდატანებით გაიცინა. თითქოს მასში კიდევ იყო ის ვოლდემორისეული იარა რომელიც მან დაუტოვა.
- მოიცა, მოიცა. ისე წახვალ რომ არ დავილაპარაკებთ?! - რონმა მრავლისმეტყველად გახედა დრაკოს.
- გმადლობთ, გვეჩქარება!
- ასტორია როგორაა? - ჰკითხა რონმა. დრაკომ გაჭირვებით ამოისუნთქა.
დრაკომ მათკენ გადადგა ნაბიჯი და ბუხართან, ცალკე დივანზე ჩამოჯდა.
- განადგურებულია რაც ეს ჭორი ხალში ბობოქრობს.
- ხომ იცი დრაკო დახმარება რომ შეგვეძლოს ჩვენ ან სამინისტროს, უკან არ დავიხევდით! - უთხრა მოწყენილმა ჰერმიონმა.
- ალბუს, სკორპიუს, თვენს ოთახში დაბრუნდით! - ბრძანა ჯინიმ.
ალბუსი და სკორპიუსი კიბეზე ავიდნენ.
- ვიცი და მაგიტომაც ვცდილობ რომ ჩემით მოვაგვარო.
- დრაკო, ხომ იცი სისულელე არ ჩაიდინო! (რონი)
- ეჰჰ.. ნეტავ კი რამის გაკეთება შემეძლოს. ჩემს თავს არ დავეძებ ასტორია ლამისაა მოკვდეს. ვერ აიტანა ამდენი დამცირება. რასაც ის უყურებს კიდევ კარგა ხანი გაძლო.
- ასე ნუ ამბობ! (ჯინი)
- ჰმმმმ.. ჩემი შვილი მაძლებინებს ამდენს თორემ უკვე კარგა ხნის მკვდარი ვიქნებოდი.(დრაკო)
ამ დროს ჰარი სააბაზანოდანან გამოვიდა.
- დრაკო, როგორ ხარ?! თავს როგორ გრძნობ?! ასტორია როგორაა?
- ისევ ძველებურად.
- კარგი. სამინისტროში ხომ არ მოდიხარ?
- კი და თქვენ?
- ჩვენც. ერთად წავიდეთ. მართლა, დამცავი ჯადოები შემოარტყეს ჰოგვორტსს?
- კი, დაასრულეს. ახლა ჩიტიც კი ვერ შემოფნდება. ეს ნევილის დამსახურებით. მართლაც უძლიერესი ჯადოქარია. ეს რათქმაუნდა ჯოხის დამსახურებაცაა.
- რომელი ჯოხის?
- დამბლდორის. ახლა ჯოხს ის მართავს. ჯოხიც წინააღმდეგობას არ უწევს.
- ეს როგორ? - განცვიფრდა ჰარი. - პატრონი ხომ ჯერ ცოცხალი ჰყავს. არც ის მახსოვს რომ განვეიარაღრბინო!
- არვიცი. ერთი ის ვიცით რომ ჯოხმა აირჩია თავისი ახალი პატრონი.
- რა უცნაურია არა?! - ჰარიმ ჯოხი აიღო და აპარაცია მოახდინა.
* * *
სამინისტროში არეულობა დახვდათ.
- სიმუს, გამარჯობა! რა ხდება?! (ჰერმიონი)
- ზუსტად არც მე ვიცი. თქვენ გელოდებიან საპრესკონფერენციო დარბაზში.
- შეტყობინება რატომ არ გამომიგზავნეთ? - იკითხა გაბრაზებულმა ჰერმიონმა.
სულ მალე დარბაზს მიუახლოვდნენ, იქ აურორების ამალა დახვდათ.
- თქვენს ბრძანებას ველოდებით ბატონო ჰარი! - მიმართა ჰარის მისმა მოადგილემ.
ჰარიმ გაკვირვებულმა შეხედა და სამივესთან ერთად დარბაზში შევიდა.
იქაც აუარება ხალხი დახვდათ. მინისტრის დანახვაზე ყველანი ფეხზე ადგნენ. აქ იყვნენ მაგლთა დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კავშირების პრეზიდენტის მოადგილე რუფუს მიმპსი, ჯადოქართა დაცვისა და გამოუვალი სიტუაციების გამაუვნებელმყოფელი ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარე და სხვა გამოენილი პირები, მათ შორის ჯადოქრული სამყაროს პრეზიდენტის პირველი მრჩეველი.
- მოგესალმებით მინისტრო! - მიესალმა მრჩეველი.
- გამარჯობა!
- დაბრძანდით! - და ყველანი სკამებზე დასხდნენ.
- ეცნობით თუ არა არსებულ მდგომარეობას?! - მიმართა მრჩეველმა ჰერმიონს.
- სამწუხაროდ არა. არ მაქვს ინფორმაცია.
- მაშინ ჩვენ გაგაცნობთ! თქვენის ნებართვით! - მიმართა იქ მყოფთ. - მოგეხსენებათ აზკაბანის ციხეში მრავალი სამუდამომისჯილი პატიმარი გვყავს. მათ შორის არის ოლდემორის შვილი ბელატრიქსასგან - დელფი. ის და კიდევ რამდენიმე სიკვდილის მხვრელი გაიქცა აზკაბანიდან. - ჰარი და ჰერმიონი შეიშმუშნა. - ამ მოვლენას ემთხვევა - განაგრძო მრჩეველმა - ზუსტად რამდენიმე საათის შემდეგ მაშტაბური თავდასხმა მოხდა ორგანიზაციის შტაბზე სადაც დაცული იყო ყველასთვის ნაცნობი აღდგომის ქვა, სავარაუდოდ ზემოხსენებული მხვრელების მიერ და გატაცებული იქნა აღდგომის ქვა.
- რაა..?! - აღმოხდა სამივეს.
- დიახ, რაც ნიშნავს იმას რომ დელფი შეეცდება კვლავ დააბრუნოს მამამისი, მისი სული მაინც...
- რა შეგვიძლია?(ჰერმიონი)
- მხოლოდ ის რომ
ვიბრძოლოთ.
- და რა ინფორმაცია გვაქვს? (ჰარი)
- ჯერჯერობით ის რომ დელფი დ მისიანები სადღაც შენობასთან ახლოს არიან რადგან მცველები ყველგან ჩაყენებულნი არიან და მოძრაობა არ შეინიშნება, რაც იმას ნიშნავს რომ კუთხეში არიან მომწყვდეულნი.
- აპარაციას ვერ გამოიყენებენ?
- ვერა. ყველაფერს ჯადო ადევს, ტყესაც და საერთოდ ყველაფერს.
- და ბნელი მაგია?!
- საბედნიეროდ ბნელი მაგიის ძალები შესწავლილი გვაქვს და გავითვალისწინეთ ყველაფერი.
- და აქამდე რატომ არ განახორციელეთ შეტევა?!(დრაკო)
- განვახორციელეთ, მაგრამ ამაოდ. ძალიან ძლიერები არიან. ამიტომ გატავწყვიტეთ ერთად შეტევა.
- რამდენი არიან?(ჰერმიონი)
- თერთმეტნი არიან.
- გავუმკლავდებით!(ჰარი)
- იმედია! კარგით, ალბათ საკმარისი ინფორმაცია მიიღეთ და კიდევ ერთი რამ უნდა გადავწყვოთ.
- გისმენთ!
- უსაფრთხოების ზომების მიღება ჭკვიანურია. ამიტომ, სანამ ამ ოპერაციას დავასრულებთ და ქვას დავიბრუნებთ, ბატონო მალოი, თქვენ და თქვენი ოჯახი მეთვალყურეობის ქვეშ გვყავხართ აყვანილი, ისევ როგორც სხვა ოჯახები, რომლებთაც რამით მაინც აქვთ კავშირი ვოლდემორთან და მის ბინძურ..
დრაკო ფეხზე წამოფრინდა.
- ანუ თქვენ რას ამბობთ რომ მე და ჩემს ოჯახს ვოლდემორის კავშირში გვიძღვის ბრალი?! - დაიღრიალა დრაკომ.
- თუ შეიძლება სკამზე დაბრძანდით! - შეუბღვირა მრჩეველმა. დრაკო დაჯდა. - ჩვენ ყველამ ვიცით და მიგვაჩნია, რომ თქვენ და თქვენი ოჯახი სუფთა ხართ ამ საქმიდან მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. მითუმეტეს ის მოსაზრება რომელიც საზოგადოებაში არსებობს. - დრაკოს ლამის ბოღმამ კისერში ამოასხა და შელოცვა ესროლა მაგრამ თავი შეიკავა და დამშვიდდა. - ასე რომ თქვენი ოჯახი გადახვალთ დროებით საცხოვრებლში, აურორების მეთვალყურეობის ქვეშ.
- გასაგებია. (დრაკო) იძულებით თქვა მან.
- მიღებულია! ახლა წადით და საბრძოლველად მოემზადეთ! - შემდეგ კი სამივე ადგა და ოთახიდან გავიდა. :)❤️ Autor's Note.
დამიკომენტარეთ და მითხარით გავაგრძელო თუ არა წერა! ერთი მსურველისთვისაც ვიზამ ამას!💙💛თუ მოგეწონათ შემიფასეთ და დაწერეთ კომენტარებში, თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, 💝ასევე თუ მოგეწონათ დააჭირეთ ვარსკვლავს! 😍💖
ВЫ ЧИТАЕТЕ
ჰარი პოტერი და რჩეული
Фэнтезиწიგნი პოტერჰედებისთვის. book for potterhads. ეს წიგნი არის ჰარი პოტერზე, ნაწილბრივ მისი გაგრძელება. წიგნს ქვია "რჩეული".!