თავი 3

2.1K 152 2
                                    

-ჰეი საყვარელო!-ბავშვივით თქვა და მჭიდროდ ჩამეხუტა.

-ლიამ!-გავიცინე და მეც ჩავეხუტე.

-დასვენება როგორი იყო?-მკითხა და უკან დაიხია. შემდეგ კი სავარძლისკენ წავიდა და დაჯდა, რის გამოც ჯიბიდან ტელეფონი ამოუვარდა.

-კარგი...-მგონი.

-შენზე რას იტყვი?

-შესანიშნავი.სასიამოვნოა დროის ოჯახთან ერთად გატარება.ვახშამზე ჩემი ბოსის სახლში წავედი, ამ პარასკევს კი საქველმოქმედო საღამოა,შენც უნდა წამოხვიდე.

-არ არსებობს.-მის ნათქვამზე გავიცინე.

ის რა ამას  სერიოზულად ამბობს?

-უნდა წამოხვიდე.შეგვიძლია ჩემს ბოსს შენს სამსახურზეც ვესაუბროთ.-მიპასუხა და იმედიანი თვალებით შემომხედა.

***

პარასკევია და  საქველმოქმედო საღამოსთვის ვემზადები, დიახ, სწორად მოგესმათ, ლიამთან ერთად იქ მივდივარ,თან მის ბოსსაც შევხვდები.შავი მუხლებამდე კაბა მაცვია,თმა ბოლოებში დახვეული მაქვს,ხოლო სახეზე მკრთალი მაკიაჟი მისვია.ფეხზე ოქროსფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი,სარკეში ჩემი თავი კიდევ ერთხელ შევათვალიერე და დაბლა ჩავედი.

-ემა!ევან!შეგიძლიათ დაბლა ჩამოხვიდეთ?-ბავშვებს დავუძახე, წამში მათი ნაბიჯების ხმაც გავიგე.

-ვაუ დედა კარგად გამოიყურები.--თქვა გაოცებულმა ევანმა,ემაც დაეთანხმა და თავი დაუქნია.

-მადლობა ბავშვებო.-ვთქვი მათი სიტყვებით ნასიამოვნებმა.

-ახლა წავედით დავიგვიანებ.- მალევე დავამატე. მორჩილად,ფეხზე სწრაფად ჩაიცვეს. სანამ წვეულებაზე წასული ვიქნები ბავშვებს ჩემი მშობლები მიხედავენ, რის გამოც ოთხივე მათგანი ძალიან არის გახარებული.

სამივე მანქანისკენ წავედით, ბავშვები თავიანთ ადგილზე დაჯდნენ,ქამრები შევუკარი და მძღოლის ადგილისკენ წავედი.გაზს დავაწექი და მანქანა დავძარი.მათ სარკეში გავხედე, ორივე ხელებით რაღაცას თამაშობდნენ. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით ჩემები ერთმანეთთან ძალიან კარგად არიან და გამუდმებით არ ჩხუბობენ.

His Ex WifeWhere stories live. Discover now