Madison's POV
-ამ დროის განმავლობაში როგორ იყავი?-მკითხა ზეინმა.ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ,რომ აქაა.
-კარგად ვიყავი.-გავუღიმე,თვითონაც გამიღიმა.
-პერი როგორაა?-ვკითხე.სახიდან ფერი გადაუვიდა და ღიმილი გაუქრა.
-უმ...ჩვენ...უმ.-ენა დაება.
-ერთმანეთს დაშორდნენ.-ნაილმა შეაწყვეტინა.
რა? პერი და ზეინი დაშორდნენ? ჯანდაბა ეს როგორ მოხდა? ერთმანეთი ორივეს ძალიან უყვარდათ,დანიშნულებიც იყვნენ და ერთმანეთსაც ენდობოდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ კი დაშორდნენ?
-რა?როგორ?რატომ.-კითხვები ერთი მეორეს მიყოლებით მივაყარე.
-მოგვიანებით აგიხსნი.-ზეინმა ამოიოხრა.
-ბავშვები სად არიან? მინდა მათ შევხვდე.-თქვა და დიდზე გაიღიმა.
-მოდი.-ვთქვი,ხელი ჩავკიდე და შიგნით შევიყვანე.
-ემა!ევან! აქ მოდით.-ბავშვებს დავუძახე.ორივე ადგა და ჩემი მიმართულებით გამოიქცნენ.ზეინი მათ წინ ჩაიმუხლა.
-ბავშვებო გაიცანით თქვენი ბიძა ზეინი.მამათქვენის საუკეთესო მეგობარია.-ვთქვი ღიმილით.
-გამარჯობა ბიძია ზეინ.-ორივე მათგანი მიესალმა.
-გამარჯობათ ბავშვებო.ზეინი დამიძახეთ. ბიძია არ დამიძახოთ თავს მოხუცად ვგრძნობ და მე მოხუცი არ ვარ.-გაიხუმრა.
-დაბადების დღეს გილოცავთ.
-კარგი ლანჩზე წავიდეთ.მშია და თან მალე უნდა წავიდეთ სიურპრიზისთვის.- თქვა ნაილმა ჩვენს უკან.თავი დავუქნიე და ნაილთან ერთად სამზარეულოში წავედი,ხოლო ზეინი ყველას მიესალმა.
-ისევ არ მეუბნები სად მივდივართ და რა არის სიურპრიზი?-ვკითხე ნაილს,როცა მარტო დავრჩით.
-არა.გთხოვ ორი წყვილი ტანსაცმელი ჩაალაგე,
განსაკუთრებული არაფერი.-თქვა და კარადიდან ღვინის ბოთლი გამოიღო.
YOU ARE READING
His Ex Wife
Fanfictionრა მოხდება,როცა შენი ცხოვრების სიყვარული იფიქრებს რომ უღალატე,ის კი შენ გიღალატებს? -მოგენატრე?-მკითხა და ახლოს მოვიდა,რის გამოც მომიწია უკან გავწეულიყავი. -აქ რას აკეთებ?-ვკითხე უხეშად და მკაცრი ტონით. პირდაპირ თვალებში ჩამხედა,მის თვალებში უამრავი...