თავი 36

1K 96 2
                                    

Madison's POV

გათენებისას პირველი რაც შევნიშნე იყო ის,რომ ნაილი ჩემს გვერდით არ იწვა.მძიმედ ამოვიოხრე და საწოლიდან ავდექი.შემაწუხებელი გრძნობა მუცელში დამიბრუნდა, როცა სააბაზანოში შევედი.

სად ხარ ნაილ?

შხაპის მიღება გადავწყვიტე,რომ ფიქრები გამფანტა,თუმცა ამან არ იმუშავა.თმაზე და ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე,ოთახში გავედი და ტელეფონი შევამოწმე. არანაირი შეტყობინება ან ზარი ნაილისგან. მძიმედ ამოვიოხრე და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე,როცა დავასრულე ბავშვების ოთხაში წავედი მათ გასაღვიძებლად.

-ემა პატარავ უნდა გაიღვიძო.-ჩუმად ვუთხარი, რაზეც მის ვარდისფერ საწოლში ამოძრავდა.

-გაიღვიძე ძვირფასო.-თავზე ვაკოცე, მალევე თვალები ნელა გაახილა.

-დილა მშვიდობისა დედიკო.-დაამთქნარა,საწოლიდან ადგა და თვალები 'მოისრისა'.ლოყებზე ვაკოცე.

-დილა მშვიდობისა ძვირფასო.-ვთქვი. ავდექი და ევანის საწოლთან მივედი. თმებში თითები შევუცურე,მან კი ძილში რაღაც ჩაიბუტბუტა.

-გაღვიძების დროა პატარავ.-ვთქვი,როცა თმებში ხელის შეცურება გავაგრძელე.ნელა ადგა,ჩემს კალთაში გადმოცოცდა,ხელები ყელზე შემომხვია და თავი მკერდზე დამადო.თმაზე ვაკოცე.

-დღეს სკოლაში მივდივართ?-იკითხა.

-ვფიქრობ რომ არა.მამათქვენმა თქვა,რომ სხვა სკოლაში გადაგრიცხათ.-მასთან ერთად ავდექი,როცა ემას ხელი ჩავჭიდე და სააბაზანოში შევედი,რომ მათ კბილების გახეხვაში დავხმარებოდი.

-მამიკო სახლშია?-მკითხა ემამ,მე კი კბილის პასტა ჯაგრისზე წავუსვი.

-არა.ჯერ არა.-გავიღიმე და თავიანთი ჯაგრისები მივაწოდე,როდესაც კბილების გახეხვა დაიწყეს,ჯიბეში ტელეფონმა დარეკა.

From Niall:
მალე სახლში ვიქნები.

შვებით ამოვისუნთქე და მის შეტყობინებას ვუპასუხე.

His Ex WifeWhere stories live. Discover now