-უნდა ვილაპარაკოთ.-საბოლოოდ ვთქვი ეს სიტყვები.
-რის შესახებ?-მკითხა დაძაბულმა,თვალები ხელით დაიფარა და მძიმედ ამოიოხრა.
-ჩვენს...შესახებ.-სიტყვები ნელა და ხაზგასმით წარმოვთქვი.თვალებიდან ხელი მოიშორა და წარბ შეკრულმა შემომხედა.
-შენ არ...აზრი არ შეგიცვლია, ხომ ასეა?-საწოლიდან სწრაფად წამოდგა,მის ხმაში ნერვიულობა აშკარად შესამჩნევი იყო.
-არა არა.-მალევე უპასუხე და თავი სწრაფად გავაქნიე.
-უბრალოდ...პასუხები მჭირდება.-ვთქვი დაბალი ხმით.
-შეგიძლია ყველაფერი მკითხო,გულწრფელად გიპასუხებ, მაგრამ შეიძლება ეს დილით გავაკეთოთ?ახლა ძალიან დაღლილი ვარ.-მძიმედ ამოიოხრა და ისევ დაწვა. ვგრძნობ რომ ნერვიულობს და ეს საშინლად არ მომწონს.
-არა. ჩვენ ამას ახლა გავაკეთებთ.-ვთქვი მკაცრად,მან კი ისევ ამოიოხრა.
-კარგი.რა არის, რა გაინტერესებს?-ისევ ადგა და თავლებში შემომხედა.
-რატომ იფიქრე,რომ გღალატობდი?-საუბარი მარტივი კითხვით უნდა დამეწყო.
-უკვე გითხარი.თქვი რომ ელისთან იყავი,რეალურად კი ლიამთან აღმოჩნდი.- ამოიღრინა,მის უაზრო ეჭვიანობაზე თვალები გადავატრიალე.
-არ მენდობოდი?-ვკითხე რბილად.ჩუმად დარჩა.
-ნაილ.-მისი სახელი ჩუმად წარმოვთქვი, როცა პასუხი არ გამცა.
-იმ მომენტში არა.-თქვა ჩურჩულითOuch.
-სურათები ვნახე,შენ მომატყუე,ასე რომ გავაკეთე ის რაც გავაკეთე და რაც მაშინ სწორად მიმაჩნდა.- თვალები 'მოისრისა'.
-იმ ღამეს რა გააკეთე?მასთან?-ხმა გამებზარა.
-არაფერი გამიკეთებია.-ამოიღრინა. გაბრაზებული ჩანდა. მეც გაბრაზებულმა შევხედე.
-გგონია ამას დავიჯერებ, თანაც მას შემდეგ რაც ტელევიზორში მასთან ერთად არც ისე დიდიხნის წინ ნამდვილად დაგინახე!-ვცადე ხმისთვის დამეწი, სახეზე გაბრაზება დაეტყო და საწოლიდან წამოხტა.
YOU ARE READING
His Ex Wife
Fanfictionრა მოხდება,როცა შენი ცხოვრების სიყვარული იფიქრებს რომ უღალატე,ის კი შენ გიღალატებს? -მოგენატრე?-მკითხა და ახლოს მოვიდა,რის გამოც მომიწია უკან გავწეულიყავი. -აქ რას აკეთებ?-ვკითხე უხეშად და მკაცრი ტონით. პირდაპირ თვალებში ჩამხედა,მის თვალებში უამრავი...