Niall's POV
-კარგად იქნება ნაილ.კარგად იქნება. კარგად უნდა იყო.-მითხრა ლიამმა,როცა მოსაცდელში მედისონზე რაიმე სასახლეს ველოდით.
- ერთად ახლახანს დავბრუნდით,არ შეუძლია დამტოვოს.-თვალის კუთხიდან ცრემლი მოვიწმინდე,როცა ლიამმა ხელი მხარზე დამადო.მედისონის მშობლები საპირისპირო სკამზე სხედან, დედამისი კი გაუჩერებლად ტიროდა.
-ლიამ მისთვის რამე მოიტანე,აქ მე დავრჩები.-თქვა სოფიამ, ლიამმა თავი დაუქნია ადგა და წავიდა, ხოლო სოფია ჩემს გვერდით დაჯდა.
-კარგად იქნება ნაილ.-ხელი ხელზე დამადო.
-უნდა იყოს.-ვთქვი ჩაწყვეტილი ხმით.
-ძალიან უყვარხარ.-თქვა.მას შევხედე.
-ლიამი ბრაზობდა,როცა შენზე ლაპარაკობდა, ამიტომ მე მელაპარაკებოდა.ჩემს მკლავებში ტიროდა და იძახდა,რომ გძულდა, თუმცა არ იცოდა რა გააკეთა. ძალიან გულნატკენი იყო,მაგრამ ამ ყველაფერის შემდეგ მაინც იძახდა,რომ არავის შეყვარება აღარ შეეძლო.-თქვა.
-დარწმუნებული ვარ კარგად იქნება, უნდა იყოს,რადგან შენ მისი და ბავშვების ცხოვრებაში დაბრუნდი, როგორც ყოველთვის სურდა. გაიღვიძებს,ჩვენ უბრალოდ ძლიერები უნდა ვიყოთ.-დაამატა. პატარაზე გავუღიმე და თავი დავუქნიე.
-მადლობა.-ვთქვი.გამიღიმა.
-ნაილ!-ხმა გავიგე.ავიხედე და ზეინი დავინახე,რომელიც იმ გოგონასთან ერთად მოდიოდა.მისს ჰადიდი.ავდექი და ჩავეხუტე.ჩემი საუკეთესო მეგობარი.
-ნაილ ძალიან ვწუხვარ.კარგადაა?- მკითხა როდეააც ერთმანეთს ვეხუტებოდით.-არ ვიცი მაგრამ იმედი მაქვს კარგად იქნება. მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ ზეინ.-ვთქვი.მომშორდა.
-ვიცი ძმაო,მაგრამ კარგად იქნება.-თქვა და მხარზე ხელი მომიჭირა.
-ბავშვზე რას იტყვი?-მკითხა,მე კი თვალები გამიფართობდა.ბავშვი! ჯანდაბა!
YOU ARE READING
His Ex Wife
Fanfictionრა მოხდება,როცა შენი ცხოვრების სიყვარული იფიქრებს რომ უღალატე,ის კი შენ გიღალატებს? -მოგენატრე?-მკითხა და ახლოს მოვიდა,რის გამოც მომიწია უკან გავწეულიყავი. -აქ რას აკეთებ?-ვკითხე უხეშად და მკაცრი ტონით. პირდაპირ თვალებში ჩამხედა,მის თვალებში უამრავი...