~11:11~ i wish ...

1.1K 59 20
                                    







ვინატრე შენი ცხელი სუნთქვა ჩემს კანზე.

ვინატრე შენი ტკბილი ტუჩების გემო.

ვინატრე შენი გრძელი თითების ახლართვა ჩემში.

ვინატრე შენი ნაზი შეხება ჩემს კანზე.

ვინატრე შენი ღიმილი ჩემთვის.

ვინატრე შენი ხმის გაგება ჩემი ყურებით.

ვინატრე შენი მწველი შემოხედვა ჩემზე.

ვინატრე შენი ღიღინის მოსმენა ჩემს ყურთან.

ვინატრე შენი ტკბილი ამბორი ჩემს სახეზე.

ვინატრე შენი შეხება!

პირველი ღამე იყო,როდესაც ადრიანად დამეძინა,თუმცა რატომღაც საათმა 11:11 წუთზე დაიწრიპინა.გამომეღვიძა და როგორც ყოველთვის პირველი შენ ამომიტივტივდი ჩემს ფიქრებში... და გინატრე...

ვინატრე... ყველაფერი ვინატრე და ამიხდა...

თუმცა....

ეს არ არის საოცრებათა ქვეყანა და მეც არ ვარ ალისა.

შეიძლება ერთმანეთისთვის სამოთხე ვიყავით,თუმცა შენ საბოლოოდ ჯოჯოხეთი აღმოჩნდი.

შენ ჩემი სისხლი იყავი ჩემს ვენებში... სისხლი რომელიც მოწამლული იყო.

და ვინატრებდი ისე დავაიგნორო ეს გრძნობა როგორც შენ მაიგნორებ.

იმიტომ რომ,

ისევ მენატრება შენი ცივი,ჩემთვის ცხელი სუნთქვა ჩემს კანზე.

ისევ მენატრება შენი მწარე,ჩემთვის ტკბილი ტუჩების გემო.

ისევ მენატრება შენი ცივი გრძელი თითების ახლართვა ჩემში.

ისევ მენატრება შენი უხეში,ჩემთვის ნაზი შეხება ჩემს კანზე.

ისევ მენატრება შენი გამყინავი ღიმილი ჩემთვის.

ისევ მენატრება შენი ხმის გაგება ჩემს ყურთან,რომელიც ყოველ ღამით ტკბილი ტყუილების ჯაჭვში მახვევდა.

ისევ მენატრება შენი გამყინავი,ჩემთვის კი ჯოჯოხეთივით ცხელი შემოხედვა ჩემზე.

ისევ მენატრება შენი გამაბრუებელი ღიღინის მოსმენა ჩემს ყურთან.

ისევ მენატრება შენი საწამლავით გაჟღენთილი ტკბილი ამბორი ჩემს სახეზე.

ისევ მენატრება შენი მომწამვლელი შეხება.

ისევ....

ისევ და ისევ...

უსასრულოდ...

მეზიზღები...

და იმდენად მეზიზღები რომ ვერ ვახერხებ შენ დავიწყებას... და ან იმდენად მიყვარხარ...

იმდენად რომ ვერ გიტან!

უნდა მივმხვდარიყავი,წითელი ტუჩები ჰქონდა,წითელი ტუჩები კი ყოველთვის იტყუებიან.

და მე ახლა სავსე ვარ სიძულვილით,ცრემლებით,შიშით,მოწყენილობით,ტკივილით და ზიზღით.

და იცი ეს ყველაფერი რეალურია როდესაც გტკივა.

და მე ისევ მარტო ვარ... და მარტოს მტკივა.

და როდესაც სრულიად მარტო ხარ, ეშმაკიც კი მეგობრული გეჩვენება.

თუმცა ვფიქრობ სადაც არუნდა ვიყო,ყველგან მომენატრები,ისე როგოც მზეს ენატრება დილის ცაზე ვარსკვლავები.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

The end ❤️❤️

DEAD ALIVE 🥀Where stories live. Discover now