ზღვა ღელავს, ისე როგორც ჩემი ფიქრები. გული თრთის, ისე როგორც ალუბლის ატმისფერი, ნაზი ყვავილები, ნელი სიოს ლაქუცისას. და მათი ცვენა ისეთივე მარადიულია, როგორც ჩემი ცრემლების. ცრემლები დაუშრეტელი ოკეანეა.
წარტყვნეს,გაგლისეს თეთრ ფურცელზე ჩემი გრძნობები,ვნების ფერებით. სასოებით შეკოწიწებული, წრფელი გრძნობები.
ახლა? ახლა,გადღაბნილ მელანსაც არ ჰგავს.
შენზე ფიქრებში ვიძირები, როგორც აღელვებული ზღვის ზვირთებში აფრიანი ნავი.
შენზე ფიქრებში ვიფერფლები,როგორც შემოდგომის დღეებში ცეცხლწაკიდული ალისფერი ფოთლები.
შენზე ფიქრებში ვიშლები,როგორც მწერლის ყოველი წარუმატებლი ნაშრომი,ბედად დაკუჭვა რომ ელის.
შენზე ფიქრებში ვქრები.
ეს ფიქრები კი, გაუთენებელი ღამესავითაა.
ვეცადე ამომეგლიჯა ის უხილავი მჭიდრო ძაფები,ორ გულს ერთად რომ აკავშირებდა. ახლა კი თითოეული ძაფის გაწყვეტისას სისხლისგან ვიცლები.
ნეტავ,შენ თუ გრძნობ რაიმეს?
ოდნავ,სულ ოდნავ თუ მაინც კაწრავს გაწვეტილი ძაფი შენს გულს?
თუმცა,ალბათ პასუხი უკვე ვიცი. მაშინ რაღა საჭიროა ეს ფუჭი კითხვები?
პასუხი ისაა, რომ შენ ჩემთან არამხოლოდ ძაფები გაწყვიტე,არამედ მთლიანი გული ამოიგლიჯე. ამიტომაც არ განიცდი არაფერს.ამიტომაც ვხედავ შენს თვალებში მინას. მინას რომლის შიგნითაც წყვდიადი და წყვდიადზეც კი უარესი სიშავე მოსჩანს.
ის გული ამოიგლიჯე შიგნით უსპეტაკეს გრძნობას რომ ინახავდი.
ალბათ,მძიმე ტვირთი იყო არა?
არადა თავდაპირველად ბუმბულის წონაც არ ჰქონდა. თითქოს ვარდისფერი ღრუბელი იყო. არა ვარდისფერი არა,აი ისეთი,ალუბლის ყვევილებს რომ დაჰკრავს. არუნდა დაგეშვა, რომ შენში ქარიშხალი ამოვარდნილიყო. მან გადაფანტა ის ღრუბელი და შხამიან,ბნელ კოშკებს შეაჯახა.
ნეტავ,ისევ თუ გამოიდარებს...
შეიძლება,კი... სხვის გულში შეიძლება ისევ აყვავდეს ეს ლამაზი,ფარფატა გრძნობა.
თუმცა არა ჩემთან და შენთან. ჩვენთან უკვე ზედმეტად ბნელა,ზედმეტად ცივა. ისეთი ყინულია,მზის ყველაზე მცხუნვარე სხივებიც რომ ვერ გაალღობს.
დავიღალე...
ძალიან დავიღალე...
ბოლოჯერ ვიყენებ სიტყვა "ჩვენს"
რადგან...
რადგან უკვე მეც მეზიზღება ეს გრძნობა.
ეს წყეული გრძნობა.
💔💔💔💔THE END💔💔💔💔