ერთი სიტყვით,ჩემი სიყვარული ერთი დიდი დრამაა...
და ეს დრამაც ისეთივე წარუმატებელია, როგორც ჩემი სიყვარული.
ალბათ 18 წლის განმავლობაში რეალურად მხოლოდ ორჯერ თუ მყვარებია...
ორივე ერთმანეთზე უარესი და მტკივნეული იყო.
თუმცა ამ ყველაფერზე წარსულ ფორმაში რატომ ვწერ არ ვიცი...
ეს ხომ ახლაც გრძელდება.
და იწელება, როგორც უსასრულო ქვესკნელი.
ვიძირები და ნათელი წერტილიც ნელ-ნელა უფერულდება, ბნელში იკარგება.
და მე ვარ უსასრულობაში გამოკიდული, ერთადერთი რაც გამაჩნია უიღბლო სიყვარულია...
რომელსაც არც დასაწყისი უჩანს და არც დასასრული.
ყველაზე საშინელი ისაა რომ ელოდები მის გამოჩენას.
ეს ისე იხატება ჩემს გონებაში თითქოს განაჩენის გამოტანას ველოდე,რომლის დასასრულის წინასწარმეტყველება ისეთივე შეუძლებელია, როგორც დაუტანჯავი სიყვარულის არსებობა.
მასზე ფიქრი იმდენად გათრობს,რომ ასტრალში გადადიხარ და ამ სამყაროსი აღარაფერი გაგეგება...გეუფლება შეგრძნება,რომ არ ეკუთვნი იმას სადაც ხარ... რომ მოლოდინში მყოფს წამები გეწელება...
ტანჯული წამები კი თითოეულ ჭრილობას ნელ-ნელა აჩენს დადაღულ გულზე.
და როდესაც ამ ყველაფერს აღმოაჩენ საკუთარ თავში სიყვარულის უძლური ტყვე ხვდები, რომ ამ ქვეყნად არაფერია იმაზე ლამაზი და ტანჯვით გაჟღენთილი გრძნობა როგორიც სიყვარულია.
50/50...წამალიც და საწამლავიც...
თანაბრად...
დასასრული ჯერ არც კი ჩანს...
ჰო... ერთი სიტყვით ჩემი სიყვარული ერთი დიდი დრამაა...
და ეს დრამაც ისეთივე წარუმატებელია,როგორც ჩემი სიყვარული.