მანქანაში ვიჯექი და ფანჯრიდან ვიყურებოდი. მიუხედავად სიბნელისა, ღამის სხვადასხვა ელფერით ვტკბებოდი და სილუეტებს თვალს ვაყოლებდი.
ძალიან ვიწროდ ვიჯექით. ათასნაირი საჭმელი და ტანსაცმელი მიგვქონდა სოფელში. 6-კი ვიჯექით მანქანაში. საჭესთან დეიდის ქმარი-სოსოა, რომელსაც ბიძას ვერ ვეძახი, რადგან ერთადერთი ადამიანი, ვიზეც ამ სიტყვას მიჩვეული ვიყავი დედას ძმა-ალექსანდრე(ალეკო) იყო.სწორედ ბიძაჩემის დაბადების დღე ახლოვდებოდა და მის საფლავზე ასასვლელად მივდიოდით. 28 წლისამ დაგვტოვა და ახლაც, მისი გარდაცვალებიდან მეოთხე დაბადების დღეზე მოსალოდნელი სევდითა და ნოსტალგიით დადუმებულნი მივდიოდით ქალაქიდან. არცერთს არ ამოგვიღია ხმა. ჩემი დეიდაშვილი(ლექსო) დეიდაჩემს ეჯდა კალთაში. მართალია 12 წლის იყო და ვერც ტანწერწეტას დაარქმევდი, მაგრამ მუდამ დედასთან ყოფნა უყვარდა და ასე ვთქვათ, დედასთან დამოკიდებულება არასდროს შეცვლია. თან ვიწროდ ვიყავით, და სხვა გზა მაინც არ იყო. ცოტა ხნით მე შევეცვალე ლექსოს და დედაჩემს ჩავუსკუპდი კალთაში. თავი ფანჯარას მივადე და ისე მოვიხარე, რომ არაფრისთვის მიმერტყა. სოსოს უკან ვიჯექი და უაზროდ ვიყურებოდი, ხან სიბნელეს ვუშტერებდი თვალს, ხან კი ჩვენკენ მომავალი მანქანების სინათლეს.ვფიქრობდი.....ბევრ რამეზე. ვფიქრობდი იმაზეც, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ერთი ციდა მანქანის ოდნავი ბიძგით გადატრიალება. ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ერთ-ერთმა მომავალმა ჯიპმა მის წინ მყოფ მანქანად სიგნალით გადაასწრო. ღერძულა ხაზი დიდი სიჩქარით გადმოკვეთა და დამაბრმავებელი სინათლე მოგვანათა. სოსომ რული მარჯვნივ გადაკრა. ყველამ თვალი მოვარიდეთ საშინელ ნათებას და გაისმა მუხრუჭების და შემდეგ შეჯახების გამაყრუებელი ხმა. ჩვენმა მანქანამ ერთი სრული ბრუნი გააკეთა და გზიდან ნახევრად გადავიდა. კივილი მომესმა. შეიძლება მე ვიყავი...
YOU ARE READING
ეს რეალობაა?
Romanceსიყვარულის ისტორია, რომლის დაჯერებაც ძალიან რთულია. როგორ შეუძლია, უბედურებას, ბედნიერება მოგვიტანოს?!