12

866 45 20
                                    

დილას ახალგაღვიძებულს ალექსანდრეს მესიჯი დამხვდა.

"იმედია, ყველაფერი გახსოვს. მიყვარხარ!💖"

გამეღიმა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ნათლად მახსოვდა.

"მეც მიყვარხარ! 💞"

ვუპასუხე და სწრაფად ჩავიცვი.

დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, არაფერი განსაკუთრებული, მთელი დღე ჩემ გოგოებთაან ერთად გავატარე, საღამოს კი სასტავი (მე, დემეტრე, ალექსანდრე, სალომე და ირაკლი) თეასთან ავედით.

მე და ალექსანდრე გვერდი-გვერდ დავჯექით და ჩუმად თითები ერთმანეთში ავხლართეთ.

შესაფერის მომენტს ველოდებოდით, რომ ჩვენი ერთად ყოფნის ამბავი ყველასთვის გვეხარებინა.

უცებ ალექსანდრე წამოხტა, 'მეტი აღარ შემიძლიაო' მითხრა და ხელში ამიტაცა.

-ეს ულამაზესი გოგო ჩემი შეყვარებულია!

გააზრებული არ მქონდა, მის მკლავებში რომ ვიყავი, როცა ეს სიტყვები წარმოთქვა.

ყველამ ყიჟინა მორთო. თავიდან დავიმორცხვე, მაგრამ მერე კისკისით ჩავეხუტე ალექსანდრეს.

-რა საზღვარლები ხართ!

თქვა სალომემ.

-შენზე და ირაკლიზე საყვარლებიც.

ეშმაკური ღიმილით მიმართა თეამ სალომეს.

მე, დემეტრემ და ალექსანდრემ პირი დავაღეთ. მართალია, მათ ერთად ყოფნას ისედაც ველოდი, მაგრამ რამდენიმე წამი მაინც გაოცებული ვიყავი.

-ვააა!!! რა მაგარია! ორი წყვილი გვყავდ სასტავში.

წამოიძახა დემეტრემ.

-კი, მაგრამ როდის აპირებდით თქმას?!

მივმართე წყვილს.

-ზუსტად ახლა.

ამოიხვნეშა სალომემ და თეას მამისმკვლელი სახით გახედა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 07, 2018 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ეს რეალობაა?Where stories live. Discover now