არ ვიცი, ასეთი სასწაული რით დავიმსახურე, მაგრამ ყველაფერი ისე მალე გამოკეთდა, როგორც გაფუჭდა.
თურქეთში გადამიყვანეს და ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მართალია, ცოტა წვალება მომიწევდა ისევ უპრობლემოდ გასავლელად, მაგრამ მგრძნობელობა სრულიად დამიბრუნდა.როცა ფეხზე მყარად წამოვდექი (რასაც დიდი დრო დასჭირდა) და სახლშიც გამიშვეს, სკოლაში მისვლა გადავწყვიტე. მთელი ეს დრო საავადმყოფოში გავატარე და ახლა კიდევ სახლში ყოფნას ვერ ავიტანდი.
-დარწმუნებული ხარ?
მკითხა დედამ.
-კი, დე. ბოლოს და ბოლოს, ოდესმე მაინც ჰომ მომიწევს წასვლა? ჰო და, ბარემ ორშაბათიდან ჩავდგები ჩვეულ რეჟიმში.
-კარგი, დე. ფრთხილად იყავი.
თავი დავუქნიე და ერთმანეთს ჩავეხუტეთ.
ორშაბათს სკოლაში მისულს ყველა მომაშტერდა. ბევრმა გამიცნო და ვისაც ერთხელ მაინც უთქვამს გამარჯობა, მოდიოდა და მესალმებოდა. კლასელები მთელი რეაბილიტაციის განმავლობაში გვერდში მედგნენ და ახლაც ყიჟინით შემხვდნენ. მასწავლებლები კი აცრემლებულნი მეგებებოდნენ.
ალექსანდრესაც მოვკარი თვალი.
ისევ პირველი სართულის დერეფანში იდგა, ჩვეულ ადგილას. გამომხედა და ხელი დავუქნიე. მას კი გაეღიმა და ჩამეხუტა. ის ჩემზე ბევრად მაღალი იყო, ამიტომ მის მკლავებში თითქმის აღარ ვჩანდი. გამეღიმა და მეც შემოვხვიე მკლავები წელზე.-ყველაფერი დამთავრდა.
აღტაცებულმა ამოვთქვი.
-რას ამბობ, ყველაფერი ახლა იწყება.
ხმადაბლა, ეშმაკურად მიპასუხა.
კარგი იქნებოდა, ასეთი დასასრული რომ ქონოდა ჩემს ისტორიას, მაგრამ ბევრად მეტი წინააღმდეგობა მელოდა, ვიდრე ვიფიქრებდი. ყველაფერი მართლაც, ახლა იწყება.
YOU ARE READING
ეს რეალობაა?
Romanceსიყვარულის ისტორია, რომლის დაჯერებაც ძალიან რთულია. როგორ შეუძლია, უბედურებას, ბედნიერება მოგვიტანოს?!