2

591 42 2
                                    

თვალი გავახილე, მაგრამ ყველაფერი დაბურული იყო.

ოხ, ეს საშინელი სინათლეები!

თვალები მაგრად დავხუჭე და საავადმყოფოში გავახილე.
შემეშინდა. განა იმიტომ, რომ არ ვიცოდი, სად ვიყავი, ან რა დამემართა, არამედ იმიტომ, რომ ჩემები გამახსენდა. პანიკაში ჩავვარდი და სწრაფად წამოვჯექი. პარალელურად წამოდგა დეიდაჩემიც და  ჩემთან გაჩნდა.

-დაწექი, სიხარულო! არ შეიძლება მკვეთრად მოძრაობა.

დეიდაჩემიც ექიმი იყო. მართალია, ახლა ხალათი არ ეცვა, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ თბილისში ვიყავით. რადგან თბილისიდან ახალი გასულები ვიყავით და ახლომახლო სხვა საავადმყოფო არსად გვეგულებოდა, ამიტომ სასწრაფო დახმარება უკან გამოგვაბრუნებდა.

-სხვები სად არიან?

-თამუნას მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს, სოსომ ხელი მოიტეხა. დანარჩენებს მხოლოდ ნაკაწრები...

-კარგი, დედა(თამუნა) უნდა ვნახო.

ვთქვი და საავადმყოფოს საბანი გადავიხადე, რომ წამოვმდგარიყავი. დეიდამ ხმა გამოსცა, რომ შევეჩერებინე, მაგრამ საბანი უკვე გადახდილი მქონდა. თუმცა, ეს სულაც არ იყო პრობლემა. ჩემს წვრილ ფეხებს თვალებგაფართოებული დავაშტერდი. 

ვერაფრით ვამოძრავებდი.

დეიდაჩემი მძიმედ დაეშვა სკამზე. მე კი ისე დაჟინებით ვუყურებდი საკუთარ ფეხებს, თითქოს ასე გრძნობას დავიბრუნებდი. მინდოდა ხელით შევხებოდი, მაგრამ შემეშინდა....შემეშინდა იმის, რომ უბრალოდ ხორცის ნაგლეჯს დავადებდი ხელს და ამის ცალმხრივად შეგრძნება თავზარს დამცემდა. ამის გაფიქრებაზე თვალები ამიცრემლიანდა და რამდენიმე ცრემლი ამ უსულო ფეხებზეც დამეწვეთა. დეიდაჩემი წამოდგა და ცახცახით ჩამეხუტა. მეც გვერდულად მივეყრდენი და ავბღავლდი.

ეს რეალობაა?Where stories live. Discover now