დღეები უაზროდ იწელებოდა. ვაგროვებდით თანხას ჩემი ოპერაციისთვის. ბევრი ძვირფასი ნივთი გავყიდეთ, და ვაღიარებ, ხალხიც კარგად მოგვეხმარა.
ალექსანდრეს მოსვლიდან 3 დღის შემდეგ, გადავწყვიტე, მიმეწერა.
"ჰეი"
"ჰეი"
"ტასო ვარ..."
"ჰო ვიცი, შენი ნომერი მიწერია."
"საიდან გაიგე?"
"საერთო მეგობრებისგან 😉"
"აა კაი 👍🏻"
"როგორ ხარ?"
"ნორმალურად"
"შეიძლება, კიდევ მოვიდე?"
"რად გინდა? მაინც ყველგან ჩემზეა ლაპარაკი..."
"ჰო, მაგრამ, პირადად ნახვა მირჩევნია. შენ არა?"
"კი"
"კარგი, მაშინ ხვალ გნახავ"
"კარგი"
ცოტა ხანში კიდევ რამდენიმე თემაზე ჩამოაგდო საუბარი და ისე გამოვიდა, რომ შევყვევით და ღამის 2 სთ-მდე გაგვიგრძელდა მესიჯობა.
ერთმანეთი ასე თუ ისე გავიცანით და ადვილადაც ვუგებდით ერთმანეთს.
მეორე დღეს დიდი შემართებით ვემზადებოდი ალექსანდრეს სანახავად. როგორც შემეძლო, მოვწესრიგდი და საბნების და ბალიშების უაზრო სწორებას შევუდექი.ალექსანდრე ისევ ყვავილებით მოვიდა, ამჯერად თაიგული პირდაპირ მე გამომიწოდა.
-მადლობა.
ოდნავ წამოწითლებულმა გავუღიმე.
-არაფრის.
ღიმილითვე მიპასუხა.
-უი! იცი, კარგი ამბავი მაქვს!
-აბა, გისმენ.
-ოპერაციისთვის ფული შეგროვდა. შემდეგ კვირას თურქეთში გადამიყვანენ და თუ გამოვიდა, ისევ შევძლებ ფეხზე დგომას!!
ყურებამდე გაღიმებული ვუყვებოდი და ალექსანდრესაც ფართოდ გაეღიმა.
-ძალიან მაგარია!
თქვა და ჩამეხუტა.
უცებ ორივე მივხვდით, რომ რამდენიმე დღის წინ წესიერადაც არ ვიცნობდით ერთმანეთს და უხერხულად შევიშმუშნეთ.-კი, კი. მესმის რომ უხერხულია ეს სიტუაცია. მაგრამ მინდა იცოდე, რომ მარტო შენ არ მამჩნევდი დერეფანში და სხვისთვის არ ვცანცარებდი. მინდოდა, შეგემჩნიე....კარგი, ახლა მაგას არ აქვს მნიშვნელობა. უნდა წავიდე. წარმატებები.
გაოცებულმა თავის დაქნევა ძლივს მოვახერხე და როცა კარები დაკეტა კისკისით გადავეშვი საწოლზე.
ალბათ, ამას ქვია ბედნიერება...
YOU ARE READING
ეს რეალობაა?
Romanceსიყვარულის ისტორია, რომლის დაჯერებაც ძალიან რთულია. როგორ შეუძლია, უბედურებას, ბედნიერება მოგვიტანოს?!