7

389 33 2
                                    

ალექსანდრეს ჩამოვშორდი, როცა მის ზურგს უკან დავინახე სალომე და დემეტრე როგორ მოდიოდნენ ჩვენკენ.

ერთი შეკივლება მოვასწარი, შემდეგ კი სალომე შემომაფრინდა. დემეტრემ ხელში ამიყვანა და ისე ძლიერად ჩამეხუტა, რომ ძლივს ამოვისუნთქე.

-გამიშვი, იდიოტო! უკან საავადმყოფოში ნუ გამაბრუნებ!

ამოვიკისკისე.

დემეტრემაც სიცილით დამსვა და თმები ამიჩეჩა.
-აუუუ!

წავიბუზღუნე და მერე გავიაზრე, რომ ალექსანდრე ისევ ჩვენს გვერდით იდგა...

დემეტრე უკვე იცნობდა. სალომე კი მე გავაცანი ალექსანდრეს.

ამ დროს დერეფანში ვიღაც გოგო გამოჩნდა. სქელი მაკიაჟით და უცნაური ხმის ტონით.

-ალექსანდრეეე!

მოვიდა და ალექსანდრეს კისერზე ჩამოეკიდა.

-სად ხარ?! მთელი დასვენებაა შენ გეძებ!

ტუჩები აიბზუა უცნობმა გოგომ.

მე, დემეტრე და სალომე უხერხულად გავდექით განზე.

-ქეთა....რა გინდა?

ალექსანდრეს უხეშმა ტონმა გაგვაკვირვა.

-რას ქვია, რა მინდა? ჩემი შეყვარებულის სანახავად მიზეზი მჭირდება?

მთელი ტანით მიეტმასნა ქეთა ალექსანდრეს.

გაოცებისგან პირი ოდნავ გავაღე. თუმცა, გამომეტყველება მაშინვე გავისწორე, გავბრუნდი და ჩემზე არანაკლებად გაოცებულ დემეტრეს და სალომეს ჩავუარე.

ალექსანდრეს ნათქვამი არ გამიგია, მაგრამ აზრი არც ქონდა.

რად მინდა ზედმეტი დრამა? ბიჭს შევეცოდე და მაგიტომ დაიწყო ჩემთან კონტაქტი.

კი, ბატონო! იყოს ეგრე....

მეორე დღეს ალექსანდრეს იმის უფლებაც არ მივეცი, რომ ერთი სიტყვა ეთქვა. უსიტყვოდ ვუვლიდი გვერდს.

სალომემ მკითხა:

-ბოლო-ბოლო რა ხდება შენსა და ალექსანდრეს შორის?

-არაფერი.

-ნამდვილად?

-კი. ნამდვილად. ის უბრალოდ ისევე მოიქცა, როგორც ყველა დანარჩენი. არაფერი განსაკუთრებული.

ამოვიხვნეშე.

ეს რეალობაა?Where stories live. Discover now