~ნაწილი~15

2.7K 230 19
                                    

ჯონგუკიდ პოვ:
ვერ ვიჯერებ...ვერ ვიჯერებ,რომ ემილი აქ იყო და თან ჩემთან უნდა იმუშაოს?!
პირად მსახურად?! ამას რატომ დათანხმდა ან მე რაში მჭირდება პირადი მსახური?!
"ეს რა იყო  ახლა?" ვიკითხე მე სიცილით ,ემილიმ კაბინეტი რომ დატოვა.
"რა უნდა იყოს? პატარა ბავშვივით ხარ ,დავიღალე შენზე ნერვიულობით!" მითხრა დედამ მკაცრად და სკამიდან წამოდგომა დაიწყო.
"დედა,ძიძა არ მჭირდება!"
ვუპასუხე  მე მტკიცედ და უკან ავედევნე!
"ჯონგუკ,გეყოფა ,ერთხელ მაინც დამიჯერე უბრალოდ რასაც ვაკეთებ და ნუ მეწინაღმდეგები!" მკაცრად მითხრა და კარი მოიჯახუნა ,რაზეც ხმა აღარ ამოვიღე...არ მომწონს ეს აზრი,რადგან ემილის რომ ვუყურებ ყველაფერი მახსენდება.
ან როგორ დათანხმდა?
მეთამაშება?
ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს ემილი ,გაიძულებ სამსახური დატოვო...არ მინდა წარსულის სახით ყოველდღე გხედავდე!

ემილის პოვ:
იმის მიუხედავად ,რომ რამდენიმე წუთის წინ ნამდვილი მამაცი მებრძოლივით დავთანხმდი სამსახურს, ახლა უკვე ვნანობ.
ჯონგუკი ვერ მიტანს !
იმ ამბის შემდეგ მითუმეტეს ,მე ხომ მას მწარე სიმართლე დავანახე .
როგორც წესი,ასეთ დროს ადამიანებს უფრო სძულდებათ.
დარწმუნებული ვარ ყველანაირად ეცდება იქ ყოფნის დროს,ყოველი წამი ჩამამწაროს...ზუსტად ვიცი.
"რა ქენი აბა!?" მომვარდნენ გამწარებული სახით  ნიცა და ბელა.
"ბელა სკოლაში არ ხარ?"
გადავუხვიე თემას,მაგრამ არ გამოვიდა.
"ოოო ,რა დროს ეგაა,თქვი რა ქენი!"
ამაზე მე ღრმად ჩავიხვნეშე...ჯანდაბა.
"ამიყვანეს." ვთქვი თუ არა და ორივე წივილ კივილით ჩამეხუტა.
"რა დღეში ხართ თქვენ?" სიცილით დაგვადგა თავზე დედა.
"არაფერი ისეთი დე "ვუპასუხე ღიმილით.
"სამსახურში მიიღეს!" თქვა ნიცამ ბედნიერი სახით,ამაზე კი მე მკვლელი სახით გავხედე.
"რაა?! ბოლოს მაინც გაიგებდა!"
სიცილით თავი გაიმართლა ნიცამ.
"მაინც დაიწყე სამსახური?" მკითხა დედამ ცოტა სევდა ნარები ხმით...
"კი დავიწყე..." პატარა ბავშვივით ვთქვი,რომელმაც რაღაც დააშავა.
"ყოჩაღი გოგო ხარ..."მითხრა დედამ და თბილად ჩამეხუტა .
მას უნდოდა ,რომ ოცნებებს გავყოლოდი,ხოდა მეც მივყვები!
ჩემი ოცნებაა კი ისა,რომ ორივე კარგად იყოს ,დედაც და სებასტიანიც.

💎~თუ გაიმარჯვებ~💎Where stories live. Discover now