ჯონგუკის პოვ:
ყოველდღე ვურეკავდი,სახლში ვაკითხავდი,ნიცას და ბელას ვეკითხებოდი მასზე,ვიქტორსაც კი ვკითხე, მაგრამ არავინ არაფერს არ მეუბნებოდა!
სად იყო ემილი და რას აკეთებდა.
ეს არ იყო საკმარისი ,მამაჩემი
ერთი წუთითაც არ მასვენებდა !
მეუბნებოდა,რომ დრო იყო მზადება დაგვეწყო და ქორწილის თარიღი გამოგვეცხადებინა.
მე კი უბრალოდ ყველაფერი ფეხებზე მეკიდა ,ფაქტობრივად არასდროს ვიყავი სახლში ,სულ დავდიოდი...ხან სად, ხან სად .
უბრალოდ აღარაფერი ვიყავი ემილის გარეშე.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვინმე ასე შემიყვარდებოდა.
მითუმეტეს ემილი, ის ადამიანი ვინც მძულდა...მაგრამ ისე ვერც გავიგე ჩემი გული მისი გახდა.
ახლა კი ჩემი შეცდომების გამო ის დავკარგე .
კარმა სამაგიეროს მიხდის ყველაფრისთვის რაც ჩავიდინე და ამას ვიმსახურებ.
"ჯონგუკ,ჯონგუკ!"უკნიდან ძახილი მესმოდა,მაგრამ არ მაინტერესებდა და გზას ვაგრძელებდი,მაგრამ მან ძახილი განაგრძო.
"ჯონგუკ!"მე კი მალევე ვიცანი ხმა...ეს მამაჩემი იყო.
უკნიდან მანქანით მომყვებოდა,რადგან დღეს წვეულება ჩვენს სახლში ,ყველა იქ იქნება და ხალხი გაიგებს, რომ მე და ლისა შეუღლებას ვაპირებთ.
ლისამ თავისი გაიტანა,მან გაიმარჯვა.
"ჯონგუკ!"გავიგე უკვე გაბრაზებული მამაჩემის
ხმა,ამჯერად უკვე უკან მედგა.
"რას ნიშნავს შენი საქციელი!?"
მე ამ მის კითხვაზე,უბრალოდ ჩავიცინე.
"რას მოელი ჩემგან?
მე ის არ მიყვარს,ცხოვრებას მინგრევ!"
ვთქვი და გაბრაზებულმა წასვლა ვცადე,მაგრამ მან გამაჩერა.
"ეს ყველაფერი იმ მოსამსახურე გოგოს გამო?!" ეს რომ იკითხა უეცრად,თან მხარზე ხელი მომკიდა,მე კი მის სიტყბებზე გავცოფდი!
"ის არ იყო უბრალოდ მოსამსახურე!" ვთქვი და უხეშად გავაწევინე ხელი .
"ჯონგუკ ,შეწყვიტე!
ასე როგორ ექცევი საკუთარ მამას?"
უკვე თავის მსხვერპლად გამოყვანაზე გადავიდა.
"და შენ როგორ მექცევი საკუთარ შვილს?!
ჯონგუკ ის არ ქნა,ჯონგუკ ეს ქენი,ჯონგუკ ჩვენი სახელი,ჩვენი გვარი,ჩვენი რეპუტაცია,მაგრამ როდესმე თვითონ ამ ჯონგუკზე თუ გიფიქრია!?" დავუყვირე ბოლო ხმაზე ყველაფერი,რაზეც უეცრად მან ხელი მთელი ძალით მკრა და კედელს მიმაჯახა,ამაზე კი მე უბრალოდ სიმწრით ჩავიცინე.
"შენი თავი შენ გეკიდა ყოველთვის ფეხებზე!
პასუხებს მე ნუ მომთხოვ!
შენი ძიძაა არავინ არააა აქ."
ეს მითხრა ღრინვით,თან ისე რომ თვალიც არ მოუცილებია ჩემთვის.
"ნუ მაცინებ...როდესაც მშობელ მამას ფეხებზე ჰკიდიხარ,შენ რატომ უნდა დაინტერესდე საკუთარი თავით?"ეს რომ ვუთხარი ღიმილით,თვალები აენთო და ხელი წამოიღო უეცრად,დარტყმას აპირებდა...მე კი პირდაპირ ყვირილით მივმართე.
"მიდი დამარტყი!
იქნებ მოვკვდე,ასე უფრო მირჩევნია!" ვთქვი და ასევე ხელი ვკარი ,მან კი სააბოოლოოდ გააკეთა ეს ისევ ჩემკენ გამოიწია,შემდეგ კი ხელიც დამარტყა.
მე ისევ კედელს მივენარცხე ,მაგრამ ისევ არაფერი, უბრალოდ ჩავიცინე და მშვიდად მივუგე.
"ყოჩაღ,მამიკო. "
KAMU SEDANG MEMBACA
💎~თუ გაიმარჯვებ~💎
Fiksi Penggemarემილი ის გოგონა რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სახენგალთქმულ სკოლაში სწავლობს ,ამ სკოლაში უსამართლობა და დააჩაგვრაა გაამეფებული ,მაგრამ არავის არ შეუძლია ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხმის ამოღება,რადგან ვერავინ ვერ ბედავს! აქ ხომ ყველას ეშინია გამეფებული უ...