~ნაწილი~6

2.7K 236 19
                                    

ჯონგუკის პოვ:
"რა ხდება, რა სჭირს იმ საცოდავს?"
სრულიად უეცრად იუნგის კითხვაზე ყველამ თამაში შევწყვიტეთ.
იუნგი შებრალებული თვალებით უყურებდა ემილის ,რომელიც ძლივს მიდიოდა გასასვლელი კარისკენ.
"სცემეს"ვთქვი მე ჩვეულებრივად და ბურთი კალათაში ჩავაგდე,ამაზე კი ყველა ჩემსკენ წამოვიდა!
"რა სცემეს ? ასე ძაან??
შეხედე გეხვეწები,ფეხზე ძლივს დგას."
თქვა აღელვებული ხმით ნამჯუნმა,რაზეც ისევ ემილისკენ გავიხედე სხვებთან ერთად.
"რაც გინდათ ის ქენით თქვენ!
მე უნდა მივეხმარო" თქვა ჯინმა და ბურთი მიწაზე დაახეთქა!
"მშვენივრად არის,დაწყნარდი"
ვთქვი მე  ეს თუ არა და დავინახე ემილი მიწაზე როგორ დაეცა...ამას არ მოველოდი.
ისე ანერვიულდნენ ბიჭებიც კი,რომ ყველა მისკენ გაიქცა,ნუ მეც ნელი სვლით ჩვეულებრივად წავედი მისკენ .
"დროზეე ექიმს დაუძახეთ!" თქვა ჯინმა და ემილი ხელში აიყვანა!
"კარგად იქნება ,ნუ ხართ პანიკში"
ვთქვი მე ვითომც არაფერი
და  სრულიად უგონო მდგომარეობაში მყოფ ემილის ზემოდან გადავხედე.
"რა კარგად იქნება?
შეხედე ,ის ადამიანია და თან გოგო,ასე უმოწყალოს ვინ სცემა!?" მითხრა ჯინმა,რაზეც თვალები გაადავატრიალე...მოკლედ ეს და თავისი მზრუნველი ხასიათი!
"წამოიყვანეთო ექიმა!" უცბად გავიგეთ ჰობის ხმა ,რომელიც სირბილისგან ძლივს სუნთქავდა!
"აიყვანეეე ახლა და წამოიყვანე, შენი ბრალია ამ გოგოს რაც სჭირს!" მომიბრუნდა ჯინი მე და ემილი ხელში დამიწვინა,ისე რომ ადგილზე გაფართოვებული თვალებით გავშეშდი!
"რატომ მე?!"ვიყვირე ბრაზით,რაზეც ჯინმა მკვლელი მზერით გამომხედა.
"გინდა ექიმთან გვერდით მას მიუწვე?"
იკითხა ბრაზით,რაზეც მის სახიფათო მუქარაზე გამეცინა,რადგან მისგან უცხოა ასეთები!
"ოჰ,ჯინ მეშინია უკვე შენი.
კარგი,რა გაეწყობა."ვთქვი სიცილით და ხელი კარგად მოვხვიე და ექიმის კაბინეტისკენ წავიყვანე ,უბრალოდ ისე ,რომ არავის არ დავენახეთ.
"აქ დაწვინეთ" თქვა ექიმმა და ემილი იქვე დამაწვენინა,შემდეგ კი პორდაპირ მისი გასინჯვა დაიწყო.
"კარგი, ახლა წავიდეთ ,აქ უნდა ვიდგეთ?" მოუთმენლად ვიკითხე მე და მათ პასუხს არც დაველოდე და კარიდან გავედი!
"ამ ბავშვს გული არ აქვს მგონი რა" გავიგე უკნიდან ჯინის ხმა ,რომელიც ცოტახანში უკან ამედევნა სხვებთან ერთად!
"იმ გოგოებს და საერთოდ ყველას უთხარი შეწყვიტონ ეს ყველაფერი!" მითხრა ჯინმა გამაფრთხილებელი ხმით!
"რა იყო აქამდე არ გაგვიკეთებია იგივე ან მათ არ გაუკეთებიათ ეს თუ ,ამ გოგოზე რა ძაან ნერვიულობ?!"ვუპასუხე ამაზე ბრაზით!
"ჯონგუკ ,მისმინე ახლა!" თქვა ჯინმა და ხელით გამაჩერა ,შემდეგ კი თვალებში ყურებით მითხრა!
"ეს არის გოგო,პატარა თინეიჯერი გოგო!
იცი ეს რას ნიშნავს საერთოდ?"მკითხა ცოტა გაღიზიანებულმა,რაზეც ურეაქციოდ ვუპასუხე.
"ჩემი ბრალია ეგგ? თვითონ დაიწყო" გავღიზიანდი და ჯინი ისევ რაღაცის თქმას აპირებდა ,ნამჯუნმა რომ გააჩერა!
"კარგი ,დანებე შენ კიდე თავი!
წამოდით თამაში გავაგრძელოთ "
თქვა ნამჯუნმა და ხელი გადამხვია.
"უყურე ერთი ამათ,ორი უგულო!"მოგვაძახა ამაზე ჯინმა, ჩვენ კი კარგად გაგვეცინა მის ამ გადაჭარბებულ რეაქციებზე
და უბრალოდ ისევ თამაში გავარძელეთ.

💎~თუ გაიმარჯვებ~💎Onde histórias criam vida. Descubra agora