ჯონგუკის პოვ:
არც ისეთი რთული და ცუდი ყოფილა ემილის აქ მუშაობა.
პირიქით მგონი კარგიც არის,რადგან
ჩემს ჭკუაზე დავატარებ და რომ ბრაზდება ,მის სახეზე ვგიჟდები !
რაც ამ დროის მანძილზე მჭირდებოდა,მგონი მისით ვინაზღაურებ და მთელი დღე ისე გადის ვერც კი ვიგებ.
"ემილი,ეს რა არის?" დავუსვი ემილის კითხვა და ჩანგლით საჭმელი უმადოდ გავფანტე .
"ამმმ...თქვენ ხომ თქვით,რომ ეს გინდოდათ სადილად?" მიპასუხა ემილიმ ოფიციალურად,
რაზეც უკვე ძლივს ვიკავებდი სიცილს.
"არა ,არ მომწონს,აღარ მინდა!"
ვთქვი მე და ფეხზე წამოვდექი.
"აბა ამას რა ვუყო?!" ცოტა გაბრაზება შევატყე ემილის და ჩავიცინე.
"რაც გინდა !"ვთქვი და ჩემი ოთახისკენ წავედი .
აქ ვეღარ გავერთობოდი,ემილის სამუშაო საათი ათი წუთის წინ დამთავრდა
და წავიდოდა.
"საწყენია,თამაში დასრულდა."
ვთქვი და საწოლზე გადავგორდი ,
გამოძინება მჭირდება .ემილის პოვ:
"საძაგელი ბიჭი!"ჩავიბუტბუტე და ფორმის გახდა დავიწყე.
ძლივს გავიდა ეს დაწყევლილი დღე!
მთელი დღეა ჯონგუკი რაღაც სულელური კაპრიზებით ნერვებს მიშლის და ზუსტად ვიცი სპეციალურად აკეთებს ამას!
"ჰეი, ახალო!"გავიგე უეცრად უკნიდან ხმა.
"გისმენ..."მივუბრუნდი ორ მაღალ გოგოს,რომლებიც მიახლოვებით ჩემს ასაკში იქნებოდნენ.
"რა გქვია?" მკითხა ერთ-ერთმა ღიმილით.
"ემილი...თქვენ რა გქვიათ?" ვიკითხე მეც ღიმილით.
"ანა და ლეილა" მიპასუხეს გოგოებმა მეგობრულად.
"სასიამოვნოა..."ვთქვი და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე.
"შენ მართლა ჯონგუკის პირადი მსახური ხარ?" მკითხა ქერამ ,რომელსაც ანა ერთქვა.
"კი ,რა არის?"
ვიკითხე გაკვირვებულმა.
"საშინლად არ გაგიმართლა!
ჯონგუკი არც ისეთი კარგი ადამიანია..."
თქვა მეორემ გაფართოვებული თვალებით.
რამე ახალი მითხარი,დიდიხანია მისი ბულინგის მსხვერპლი ვარ!
"ვაი ,რომ ეგ მეც ძაალიან კარგად ვიცი." ვთქვი მე ჩურჩულით,რაზეც გოგომ მალევე მიამატა. "ისეთი ახალგაზრდაა,კარგი გარეგნობის,ჭკვიანი,მიმზიდველი,მაგრამ რათ გინდა? სასტიკი და უხეშია .
წარმოიდგინე,დღეს ერთი გოგო გაშვებინა დედამის ,მხოლოდ იმიტომ ,რომ კარზე დაკაკუნება დავიწყდა და საბრალომ დაინახა რასაც აკეთებდა..." თქვა ერთმა მოწყენილმა, მე ამაზე უბრალოდ თავი გავაქნიე...ჯონგუკ რა ცუდი ხარ,გავიფიქრე და ჩანთა ავიღე.
"სჯობს წავიდე,თუ მინდა რომ სახლში არ დამაგვიანდეს...სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა..." ვთქვი და სახლი დავტოვე, თან ვფიქრობდი,თუ რას აკეთებდა ისეთს ჯონგუკი,რომ ასე გაბრაზდა და მსახური სამსახურიდან გააგდო.
სახლში რომ შევედი ფეხზე ძლივს ვიდექი,ნამდვილად რთული იყო პირველი დღე ,მაგრამ ამად ღირს,მე ამას გავუძლებ .
VOUS LISEZ
💎~თუ გაიმარჯვებ~💎
Fanfictionემილი ის გოგონა რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სახენგალთქმულ სკოლაში სწავლობს ,ამ სკოლაში უსამართლობა და დააჩაგვრაა გაამეფებული ,მაგრამ არავის არ შეუძლია ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხმის ამოღება,რადგან ვერავინ ვერ ბედავს! აქ ხომ ყველას ეშინია გამეფებული უ...