მონის pov:
უკვე მცენარე ყავაში უნდა ჩამეყარა რომ ვიღაცის ხმა გავიგე ,შემოვბრუნდი და მცენარე ზურგს უკან დავმალე.თ:რას მალავ ზურგს უკან?-ამ სიტყვებმა ძალიან დამაბნია
მ:არაფერს,რასუნდა ვმალავდე?
თ:ნუ მატყუებ ვიცი რომ მცენარეს მალავ რომელიც ყავაში უნდა ჩაგეყარა.ახლა კი ახსნა მოგიწევს რა ჯანდაბას აკეთებ ?!
მ:თეო დამშვიდდი ,ამას თქვენს სასიკეთოდ ვაკეთებ .უბრალოდ მენდე კარგი?
თ:არა,არ გენდობი !ახლავე ამიხსენი რას აკეთებ თორემ გარეთ გავალ და ყველას ვეტყვი რომ ჩვენს მოწამვლას აპირებ.
მ:არამოიცადე ,მომისმინე,ყველაფერს აგიხსნი ოღონდ არავის არაფერი უთხრა
თ:მალე მითხარი გისმენ
მ:მოკლედ ,ეს მცენარეა რომელიც კორეაში მხოლოდ ერთ ადგილას იზრდება,იქ სადაც მე ვცხოვრობ . ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცის და არც არავინ არ უნდა გაიგოს,რადგან ეს ძალიან საშიში მცენარეა.მას შეუძლია ადამიანებს დაავიწყოს მთლიანი ერთი დღე და თურმე მის ზედმეტ დოზას შეუძლია ერთი დღე თავიდან გაამეოროს. ეს არ ვიცოდი და წინა ჯერზე ზედმეტი დოზა მომივიდა და აი ამიტომაც მეორდება ის დღე.
თ:და ამას რატო აკეთებ?
მ:იმიტომ რომ...., თეო ხო იცი რომ ჩვენ სამუდამოდ აქ ვერ დავრჩებით ?კორეაში უნდა დავბრუნდეთ და ჩვენი საქმე გავაგრძელოთ. მე კიდევ ვხედავ რომ თქვენ გოგოებს და ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდება და ეს არ მინდა,რადგან შემდეგ განშორება ძალიან ძნელი იქნება. უბრალოდ არ მინდა დაიტანჯოთ.
თ:მონი მისმინე ,ჩვენ შეიძლება დავიტანჯოთ მაგრამ ერთმანეთი გვემახსოვრება.დაფიქრდი ბიჭებს მოეწონებათ შენი საქციელი?რათქმაუნდა არა. გთხოვ მოეშვი ამ სისულელეებს და დატოვე ყველაფერი ისე როგორც არის.-თეოს ამ სიტყვებმა დამაფიქრა და მგონი მართალია.