ბედნიერი იყო. მოსწონდა ფანჯრიდან ღამის სეულის ყურება. სახლის ფანჯრებში ანთებული ყვითელი სინათლეები ლამპიონების ნათებებს ლამაზად ერწყმოდა და თითქოს ასე ნათდებოდა მთელი სეული. ენანებოდა ბიჭს ის ხალხი, ამ სილამაზეს რომ ვერ ნახულობდა.
-დედა, ნახე! ჩვენი სახლი!-ძმის ხმის გაგონებისას მის საჩვენებელ თითს გააყოლა თვალი.
-სულელო, მანდ არ ვცხოვრობთ!-ბიჭმა ძმას სიცილით გაკრა მხარი და იგრძნო, როგორ აუჩეჩა დედამ თმა.
მერე ვიღაცამ იკივლა. ბიჭს ეგონა, რომ უბრალოდ სიმაღლის შეეშინდა მას. ბავშვი იყო. და ბავშვი იმდენად წმინდაა... ვერ წარმოიდგენს ცუდს... ვერ წარმოიდგენდა იმას, რაც ხდებოდა.
თვითმფრინავი წინ წასვლის ნაცვლად ქვემოთ დაეშვა. სიგნალიზაცია ჩაირთო.
-დედა!-ბიჭმა შიშისგან წამოიყვირა. ძმის ხელს ჩააფრინდა. პატარა იყო, თუმცა არა იმდენად, რომ ერთი რამ არ ჩაებეჭდა გონებაში-ძმა უნდა გადაერჩინა.
მერე იყო ხმაური, პანიკა, დახმარების თხოვნა... და მერე შეჯახება. ისეთი, როგორიც მანქანების შეჯახებაა, მხოლოდ ერთი განსხვავებით-ეს უფრო ძლიერი იყო.-სახელი?
-ჯიმინი... პაკ ჯიმინი!
-ასაკი?
-თორმეტის ვხდები...
-მშობლები?-თეთრხალათიანი ქალი კითხვების დასმას არ წყვეტდა ჯიმინი კი აფეთქებულ, ცეცხლწაკიდებულ თვითმფრინავს თვალს არ აშორებდა.
-რ...რა?-დაბნეული ძლივს ლაპარაკობდა. თვალები აუწყლიანდა.
-მშობლები გყავს? ვისთან ერთად იყავი?-ქალმა კითხვა გაიმეორა, თან ბიჭს ჭრილობებს უმუშავებდა.
-იქ...დედა... იქ დედა და.. ჩემი ძმა არიან,-თვითმფრინავისკენ გაიშვირა ხელი. უამრავ ხალხს ხედავდა. ყველა ტიროდა, მოთქვამდა, კიოდა... გაიგო როგორ საუბრობდა ჟურნალისტი კამერის წინ. "გადარჩენილების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებენ. თვითმფრინავიდან 70 ადამიანზე მეტი ვერ გამოვიდა. დაიღუპნენ ბავშვებიც..."-ამბობდა ის და... და ჯიმინმა მის წინ მდგომ თეთრხალათიანს ახედა.
-ისინი არ მომკვდარან!-სქელი ტუჩები აუკანკალდა. მისმა თვალებმა კი ვეღარ შეიკავეს ცრემლები და ისინი უბრალოდ კალაპოტს გადმოსცდნენ და ბიჭის დასახიჩრებულ სახეზე გაიკვალეს გზა,-დამეხმარეთ! დამეხმარეთ იქიდან გამოვიყვანო..! სულ პატარაა ჩემი ძმა... დამეხმარეთ, გთხოვთ!-ყვიროდა პატარა ბიჭი. ხმის ჩაწყვეტამდე ყვიროდა, თუმცა არავის ესმოდა მისი. არავის აინტერესებდა მისი ცრემლები და ჩახლეჩილი ხმა. მხოლოდ ცეცხლი, ფერფლი და გვამები იპყრობდნენ შეშინებული ადამიანების ყურადღებას...
YOU ARE READING
Cold blood (Completed)
Fanfiction"ალბათ, თავი უდანაშაულო რომ გგონია, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული."