ალი

83 14 4
                                    

-მოგესალმებით!-კუნძულზე მამაკაცის ხმა გაისმა. ყველა გაშეშდა. მოედანზე დაჩოქილ ბიჭებს იარაღი დაუმიზნეს. ჯინი და ნამჯუნი დაიძაბნენ. უმცროსმა იგრძნო, როგორ შეეხო მეგობრის ხელი.
-ნამუნ, იქ ჩვენი ბიჭები არიან...-აკანკალებული ხმით ამოილაპარაკა. ნამჯუნს ხმა არ ამოუღია. სადღაც გულში რაღაც ეტკინა, საშინლად ეტკინა... წლები გაატარა მათთან ერთად. უყურებდა, როგორ იზრდებოდნენ, როგორ იცვლებოდნენ, როგორ ცდილობდნენ გადარჩენას... და ახლა... ახლა ხედავდა განადგურებულ, დაცემულ ჰოსოკსა და ჯიმინს, უყურებდა იუნგის, რომელიც ბრძოლას ცდილობდა...

მამაკაცის ხმა კვლავ ისმოდა. ყველა შენობის კედელზე მისი გამოსახულება ჩანდა.
-ბატონი პაკი...
-ბატონი პაკი გვესაუბრება...
-ისაა...
-ჩუმად, ბატონი პაკი...
ყველა მხრიდან ისმოდა ჩურჩული, მერე კი ყველა დადუმდა. და ეკრანებზე გამოსახულმა ადამიანმა ლაპარაკი განაგრძო.

-ყველამ იცით ჩვენი ექსპერიმენტის შესახებ. 2015 წელს პაკ ჯიმინმა ჩვენთან ხელშეკრულება დადო,-კაცს ირონიულად ჩაეცინა,-ხელშეკრულების მიხედვით, ის შექმნიდა რობოტს ჩვენი დაფინანსებით. სამი წლის განმავლობაში, ჩვენთან მუდმივი კონტაქტით, რობოტს ადამიანის ქცევებს ასწავლიდა.

ჯონგუკი შენობიდან გამოსასვლელს ეძებდა. თან მამაკაცის ხმა ესმოდა. თეჰიონის ხელს ჩასჭიდებოდა და წინ მიიწევდა. ალბათ, ბატონ პაკს ეძებდა.
-ნაბიჭვარი!-საკუთარი ხმა ვერ იცნო ჯონგუკმა.
-ქუქი...-თეჰიონი ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო.
-რა ქუქი, თეჰიონ! ექსპერიმენტის ნაწილი ვიყავი, გესმის?! საკუთარმა ძმამ გამომიყენა!
-არა, ჯიმინი ამას არ იზამდა. ჯიმინს უყვარხარ, ჯონგუკ... უბრალოდ...
-ჯიმინს ის უყვარს, ვის გამოც მე შემქმნა.

-ჩვენთვის კარგად ცნობილი რობოტი, ჯონ ჯონგუკი, რომელიც წლების წინ, თვითმფრინავის აფეთქების დროს დაღუპული ჯონგუკის ასლია, ახლა ჩვენს კუნძულზეა. ქმნილება, რომელიც ყველანაირად ადამიანს ემსგავსება... სუნთქავს, ჭამს, გრძნობს... ვინ იცის, რას იგრძნობს, ამას რომ დაინახავს.

Cold blood (Completed)Onde histórias criam vida. Descubra agora