ჯიმინისგან ხშირად ისმენდა მათზე ამბებს. გარეგნობითაც ყველა ჰყავდა წარმოდგენილი. დეტალურად აღუწერდა მათ. ჯონგუკი კი თავის გონებაში ყველა აღწერას ინახავდა და როცა ისინი ნახა, თითქოს ყველა მათგანი მისი გონებიდან ამოვიდა და წინ დაუდგა.
თუმცა ის... თეჰიონი იმაზე ბევრად ლამაზი იყო, ვიდრე ფიქრობდა. მისი ვარდისფერი ბაგეები საოცრად ერწყმოდა ღია ხორბლისფერ კანს. იღიმოდა. თვალებით იღიმოდა. სახე უბრწყინავდა.
თითები... ისეთი ლამაზი თითები ჰქონდა. გრძელი. ძალიან გრძელი და თხელი.-ნახევარძმა ხარ, თუმცა შვილივით უყვარხარ,-ჩაეცინა თეჰიონს. ჯონგუკისთვის არ შეუხედავს, თუმცა თვალის კითხეში ლანდავდა მის გაკვირვებულ და ამავდროულად მშვიდ სახეს. საწოლზე იჯდა და ჩემოდნიდან რიგ-რიგობით ალაგებდა ჯონგუკის ტანსაცმელს, რომელსაც ეს უკანასკნელი კარადის თაროებზე აწყობდა.
-საერთოდ ჩვენ ძმები არ ვართ...-დაიწყო ჯონგუკმა ისე, რომ თავისი საქმისთვის თავი არ დაუნებებია,-ჩემი ბიძაშვილია. მამა რომ დაიღუპა ჯიმინის დედამ შემიფარა. მერე ისიც დავკარგეთ და ჯიმინმა გამზარდა...თეჰიონს გულში რაღაც ჩაწყდა. ვერ ხვდებოდა ეს ჯიმინის გამო იყო თუ ქუქი ეცოდებოდა. ის კი იცოდა, რომ კარგ სიტუაციაში არც ერთი იყო და არც მეორე.
-მაინც ძმები ხართ,-ბოლო სამოსიც დადო საწოლზე და ფეხზე ადგა, თან დაამატა,-დაგეხმარები.
-ისედაც მეხმარები,-უხერხულად ჩაილაპარაკა ქუქიმ. თეჰიონი ნელა უახლოვდებოდა. ან იქნებ საკმაოდ ჩქარაც კი... თუმცა ჯონგუკს ეს დრო საუკუნედ ეჩვენა. გული აუჩქარდა, როცა თეჰიონი უკან დაუდგა. ზუსტად მის უკან...
-არა,-ჩუმად თქვა უფროსმა,-მომეცი,-ერთ ხელში ჯონგუკის ხელი მოიქცია, რომლითაც შავი მაისური ჩაებღუჯა, მეორეთი კი ეს მაისური გამოართვა.
გრძნობდა წითელთმიანის გულისცემას. და უკვირდა, როგორ ესიამოვნა ამის მოსმენა... ჯონგუკი უკან დაიწია. თეჰიონს გზა დაუთმო და ოთახში მდგარ ერთადერთ სავარძელზე ჩამოჯდა.
YOU ARE READING
Cold blood (Completed)
Fanfiction"ალბათ, თავი უდანაშაულო რომ გგონია, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული."