დაუფიქრებლად წამოიჭრნენ ფეხზე, ერთმანეთს ჩაჰკიდეს ხელები და ასე დატოვეს ოთახი. თუმცა დერეფანში გასულებმა, ჰოსოკი ვერსაც შენიშნეს. იქ კი, სადღაც, სიბნელეში იუნგი ჯიმინის სხეულს ეკვროდა და თითქოს მისი ფაფუკი ტუჩების გემოს გაგებით ცდილობდა მოწყვეტოდა იმ სამყაროს, რომელიც ასე უსამართლოდ ექცეოდა...
ვერავინ ამჩნევდა, ბიჭის მუდამ ცივი, დამცინავი გამომეტყველება როგორ იცვლებოდა. და როგორ გადმოგორდა მის ლოყაზე პატარა, მლაშე სამყარო. სამყარო, რომელიც იუნგის ემოციებით იყო სავსე...
ჯიმინმა თავისი პატარა თითები შეახო იუნგის სახეს და იგრძნო. ის ერთი წვეთი ცრემლიც კი იგრძნო.
-იუნგი...-მის ტუჩებში ამოილაპარაკა ჯიმინმა, ჩვეული, ნაზი ხმით.
-ჩშშ...-უფროსი უფრო აეკრა ჯიმინის სხეულს,-უბრალოდ ჩუმად იყავი,-და ის მოხდა, რისიც იუნგის ასე ეშინოდა. ხმა გაუტყდა. ისიც იცოდა, რომ თეჰიონი და ჯონგუკი უყურებდნენ, იცოდა, რომ ჰოსოკი თავს ცუდად გრძნობდა, და გული სტკიოდა, რომ არავინ ფიქრობდა მასზე. ყოველთვის, როცა ჯონგუკის თბილ, ცისფრად მიელვარე თვალებში ჩახედავდა ხოლმე საკუთარ თავს, მხოლოდ ზიზღს კითხულობა. ჯონგუკს თუ არ ეზიზღებოდა იუნგი, ძმად მაინც არასდროს ჩათვლიდა მას. და ენანებიდა საკუთარი თავი იუნგის ამის გამო... სწორედ ამიტომ არ შორდებოდა ჯიმინს. არ უნდოდა რეალურ სამყაროში დაბრუნება...თეჰიონი და ჯონგუკი კი იდგნენ, გრძელი თითები ერთმანეთისაში აეხლართათ და მათ უყურებდნენ. ჯონგუკს გაუხარდა, ჯიმინის დანახვა. თუმცა რაღაც არ იყო სწორად... მის 'სიზმარს' ცუდი დასასრული ჰქონდა და ახლა რაც ხდებოდა, იქ არ უნახავს... იმაზეც სწყდებოდა გული, რომ ჯიმინმა მომხდარის შემდეგ პირველად ჯონგუკი კი არა, იუნგი ნახა...
-მეგონა ყველაფერს მიყვებოდა...-თეჰიონის ღრმა, წყენით სავსე ხმა მხოლოდ ჯოგუკმა გაიგო. მან უფროსს გახედა და მიხვდა, რას გრძნობდა თეჰიონი...
-წავიდეთ,-ბოლოს ისევ თეჰიონმა ამოიღო ხმა. ჯონგუკს თხელი თითები უფრო მჭიდროდ ჩასჭიდა და მისი ნებართვის გარეშე ოთახისკენ წავიდა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
Cold blood (Completed)
Фанфик"ალბათ, თავი უდანაშაულო რომ გგონია, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული."