-რა გინდა?-გოგომ მობეზრებით ჰკითხა ძველ მეგობარს. წვრილი თვალები უფრო დაეწვრილებინა და რატომღაც, ასე უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა.
-უნდა გამიყვანო აქედან,-მავედრებელი თვალები მიანათა ბიჭმა.
-კარგი, რა, ჯიმინ!-გოგო ფეხზე წამოხტა, ჯიმინს მაშინვე შეეცვალა სახე. თვალებგაფართოებულმა პატარა თითი სქელ ტუჩებზე მიიდო.
-ჩუმად, თორემ...
-თორემ გამოგვიჭერენ და კარგი არაფერი გველის?-მეის ჩაეცინა.
-ბევრჯერ მითქვამს?-ჯიმინს გაუკვირდა. ხელი თმაში შეიცურა, თავი გვერდზე გადახარა და წარბაწეულმა შეხედა.
-ძალიან,-გოგო ღიმილით წამოდგა,-დაწექი, დაისვენე,-საწოლისკენ წავიდა, სადაც ცოტა ხმის წინ ჯიმინი 'ეგდო'.
-რა გამიკეთა?-კისერზე ისვამდა ხელს ჯიმინი. აშკარა იყო, მამამისსა და წამალს გულისხმობდა. მეიმ მხრები აიჩეჩა.
-არ ვიცი, მაგრამ არამგონია შენზე ჩაეტარებინა ექსპერიმენტი.
-დარწმუნებული ხარ?-ჯიმინს გაეცინა. და ეს სიცილი იმდენად განსხვავდებოდა მისი ჩვეული, თბილი სიცილისგან. ეს უფრო სიმწრის სიცილი იყო, ტკივილითა და სევდით სავსე.
-კარგი, არ მაინტერესებს,-ხელი ჩაიქნია ჯიმინმა. თავბრუსხვევას უკვე გადაეარა, ახლა მხოლოდ მცირედი თავის ტკივილი აწუხებდა, თუმცა ამას ვერც წამალს დააბრალებდა, ვერც მამამისის ნახვას და ვერც იმ საიდუმლოს, რომელსაც ამდენი ხანია ინახავს, ან ჯონგუკს, რომელსაც იცის, დიდხანს ვერ დამალავს... ვერ დააბრალებდა, რადგან ზუსტად იცოდა, ტკივილს ყველაფერი ერთად იწვევდა.
-აქედან უნდა გამიყვანო,-მკაცრი სახით მიუბრუნდა მეის.
-ვერ გაგიყვან, ბატონმა პაკმა რომ გაიგოს...
-მეი, აქამდე არაფერი გაუგია და ახლა როგორ უნდა გაიგოს?!-ჯიმინმა მობეზრებით წამოიყვირა. გოგო შეხტა. თავი დახარა. ეწყინა? რა სულელია!
-მეი, გთხოვ,-ბიჭი ნელა მიუახლოვდა გოგოს,-მხოლოდ შენ იცნობ მას...-ხმაგამტყდარმა უთხრა, პატარა თითებით ნელა შეეხო მის რბილ ლოყას,-მომკლავს. შემპირდა, გესმის? და ძმას და მეგობრებსაც ამომიხოცავს,-თვალები დაახამხამა. მერე გაიცინა. ცრემლებს იკავებდა. ასე ფიქრობდა-სიცილს თვლიდა ტკივილის დასაფარად საუკეთესო ხერხად. და იცინოდა. იცინოდა ყოველთვის, როცა თავს ცუდად გრძნობდა და იცინოდა ახლა, რადგან ეტირებოდა.
-არ იზამს ამას,-გოგონამ გაფართოებული თვალებით შეხედა. ჯიმინმა თავი გააქნია.
-იზამს. თავადაც იცი...
მერე სიჩუმე ჩამოვარდა. და თითქოს პატარა, ლოყებაწითლებულ გოგოს ეს ფიქრში დაეხმარა. ჯიმინს ახედა და მის თვალებში დაინახა უდიდესი სიმართლე, რომელსაც ვერსად გაექცეოდა-ის მართალი იყო. მამამისი არ იყო საღ გონებაზე, ნებისმიერ რაღაცაზე იყო წამსვლელი და განსაკუთრებით იმ საქმესთან დაკავშირებით, რაც მხოლოდ მან, ჯიმინმა და მეიმ იცოდნენ...
VOCÊ ESTÁ LENDO
Cold blood (Completed)
Fanfic"ალბათ, თავი უდანაშაულო რომ გგონია, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული."