ფანჯრის რაფაზე იჯდა და უყურებდა როგორ იღებებოდა ლურჯი ცა წითლად. ვარსკვლავები ქრებოდა, მთვარის ადგილს ახლადამოსული მზე იკავებდა და მის სახეზეც იცვლებოდა გამომეტყველება. ცივი, შეწითლებული ღაწვები ცრემლებმა გაათბო. აწყლიანებულ თვალებში სეულის ქუჩები და უკვე ჩამქრალი ლამპოინები ირეკლებოდა. ხელში თეთრი ფურცელი ეჭირა. თვალს არიდებდა მასზე შავი კალმით მოხაზულ ასოებს. ეშინოდა. გადაწყვეტილება უნდა მიეღო და ეშინოდა, რომ რაღაცას არასწორად გააკეთებდა.
კარის ხმა გაიგო. შეკრთა, ფიქრები გაუქრა. პატარა თითებით ცრემლები შეუმჩნევლად მოიწმინდა და ღიმილით გახედა ბიჭს.
-მეგონა გეძინა,-ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა. წითელთმიანმა თავი გააქნია.
-ვერ დავიძინე,-ჯონგუკმაც გაიღიმა და ძმის წინ დაჯდა, რაფაზე. ჯიმინმა მას შეხედა. ოთახში ბნელოდა, თუმცა ახლადამოსული მზე ანათებდა ჯონგუკის სახეს. და ჯიმინმა დაინახა მის თვალებში თანაგრძნობა. იცოდა, რომ იტირა ჯიმინმა. რა თქმა უნდა. თავად ჯიმინის დამსახურებით, არაფერი გამორჩება ჯონგუკს. არ არსებობდა ჭიანჭველა, რომელსაც ცაში ყურებისას ვერ დაინახავდა. იმასაც გრძნობდა, რასაც ჯიმინი... ზუსტად იცოდა როდის სტკიოდა, როდის უხაროდა, როდის ტიროდა ან იცინოდა. ახლაც იცოდა.
-შუადღისას ჩემს მეგობრებს გაგაცნობ,-ჯიმინმა თბილი ღიმილი აჩუქა წოთელთმიანს, რომელსაც სიტყვების დასრულებისთანავე გაუბრწყინდა თვალები. აოცებდა ჯიმინს მისი ხასიათი-ყველაფრის მიუხედავად, მაინც ბედნიერი იყო...
-იცი, ფაქტიურად ყველას ვიცნობ!-ბედნიერმა წამოიძახა ქუქიმ,-როგორ მინდოდა მათი ნახვა! როდის მოვლენ? რა გავამზადო?
-ჰეი, ძმაო! დამშვიდდი!-ჯიმინს გაეცინა,-აქ არ მოვლენ,-თქვა და განთიადის სინათლეზე დაინახა გაურკვევლობა ჯონგუკის თვალებში.
-აბა, როგორ...
-ჩვენ წავალთ!ვერ იჯერებდა ჯონგუკი. მთელი ცხოვრების განმავლობაში ოცნებობდა ამაზე და ახლა... ახლა ასე უბრალოდ უსრულდებოდა ნატვრა. ჯიმინი პირობას ასრულებდა. ვერ ივიწყებდა იმ შავებში გამოწყობილ საშიშ მამაკაცებს, თუმცა... თუმცა აღარაფერს ეკითხებოდა ჯიმინს. რა საჭირო იყო? ძმის ნების წინააღმდეგ არ წავიდოდა. ერთ ნაბიჯსაც არ გადადგამდა, თუ ამაზე ჯიმინი არ დასთანხმდებოდა. ახლა კი არ უნდოდა ჯიმინს ამაზე საუბარი.
რაც არ უნდა იყოს, ჯონგუკი მალე სეულის ქუჩებში ჯიმინთან ერთად ისეირნებდა და მხოლოდ ეს იყო მისთვის მნიშვნელოვანი.
ჯიმინი კი... მხოლოდ მან იცოდა რა ხდებოდა. ეშინოდა. იმდენად ეშინოდა, საკუთარ თავს კარგავდა. ვეღარ ხვდებოდა რა უფრო არასწორი იყო-ის, რომ მათ წინააღმდეგ მიდიოდა თუ ის, რომ სამი წლის წინ ჩადენილი შეცდომის უფრო დიდ შეცდომად გადაქცევას უწყობდა ხელს. ის კი იცოდა, რომ ნებისმიერი ვარიანტის არჩევით უზარმაზარ უფსკრულს უახლოვდებოდა...
VOCÊ ESTÁ LENDO
Cold blood (Completed)
Fanfic"ალბათ, თავი უდანაშაულო რომ გგონია, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული."