=4=

97 18 6
                                    

მესამე პირი:
გზა აეროპორტიდან გრძელი გამოდგა. ამაზე გრძელი და აუტანელი კი აეროპორტში 2 საათიანი ლოდინი. 4 ბიჭი გვერდიგვერდ იჯდა და დრო გაყავდა, მაგრამ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ სეჰუნი და ქაი საუბრობდნენ ხოლო შიუმინს და ჩემს ყურსასმენი მოერგოთ და სიმღერებს უსმენდნენ.

-ამათ ყურსასმენები უნდა დავუჭრა! -თქვა უკვე ამ ორის შემყურე გაღიზიანებულმა ქაიმ.

-მე დაგასწრებ მაგას. ისე აქ ხომ მათ დასაახლოვებლად ვართ და ესენი კიდევ ყურადღებას არ აქცევენ ერთმანეთს. -აყვა სეჰუნი ქაის, რომელიც ბურდღუნა დათვის ბელს გავდა.

შიუმინის pov:
ჩენის გვერდით ვიჯექი და მუსიკებს ვუსმენდი, მაგრამ თან ფიქრებში ვიყავი გართული. "ჩენი არ ჩანს ისეთი საშიში როგორიც მეგონა მაგრამ მაინც მეშინია მისი. სეჰუნისა და ექიმის დაძალებით კი უკვე აეროპორტში ვარ."
ფიქრებიდან ხმამ გამომიყვანა რომელიც გვაუწყებდა, რომ ჩვენი ტანჯვა ლოდინის სახით დასრულდა და დრო იყო კუნძულზე წავსულიყავით. ერთი რაღაცით მაინც გამიმართლა იქ სეჰუნი იქნება და ჩენისთვის თავის არიდებას შევძლებ.

ჩენის pov:
თვითმფრინავში ადგილები დავიკავეთ თუ არა ქაის შევხედე რომელიც კმაყოფილი სახით სეჰუნს გვერდით იჯდა და გამალებით საუბრობდა. მე კი შიუმინის გვერდით ვიჯექი და მას ვუყურებდი უკვე მოესწრო მუსიკების ჩართვა.

პარალელურად...
სეჰუნის pov:
-ძალიან კარგი ეხლა ისხდნენ ერთად სად გაიქცევიან.-ვთქვი და ბაბლთი მოვსვი.

-ყურსასმენებს გაირჭობენ ყურებში და მუსიკებს მოუსმენენ ან უბრალოდ სიმღერას არ ჩართავენ და თავს მოიკატუნებენ. -თქვა ქაიმ.

-რამე იდეა გაქვს ეს რომ თავიდან ავიცილოთ?

-კი დაიცადე! -თქვა და დაცვას დაუძახა ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და კმაყოფილმა გაიღიმა...

წყლის ქვეშ(დასრულებულია)Where stories live. Discover now