=7=

78 16 1
                                    

დრო გადიოდა შიუმინს და ჩენს კი ერთმანეთი უფრო უყვარდებათ. ყოველ წამს ერთად სურდათ ყოფნა და ათასი საქმიანობით გაჰყავდათ დრო. თუნდაც ეს მათი "ძმადნაფიცების" მიერ გაფუჭებული ოთახის განახლება ყოფილიყო, სადაც საწოლი მთლად გატეხილიყო, კარადა ცისარტყელას ფერებში შეეღებათ უფროსწორად შეესხათ და ასეთი უამრავი პრობლემა გახლდათ.

-პატარავ მოდი ცხელი შოკოლადი არ გინდა? -ეკითხება სამზარეულოში მყოფი ჩენი შიუმინს და 2 ცხელ შოკოლადს დიდი მონდომებითა და სიყვარულით ამზადებს. მალევე ისმის ფეხების ბარტყუნის ხმა იატაკზე, რაც იმის მანიშნებელია რომ მასთან უკვე მივიდა მისი საყვარელი ადამიანი და ელოდება შეპირებულ ცხელ შოკოლადს, რომელსაც ყოველ საღამოს მიირთმევს წყვილი.

-აუ ისე რა სასაცილო სახეები ჰქონდათ როდესაც მიდიოდნენ. -თქვა ჩენმა და სიცილი წასკდა ისევე როგორც შიუმინს.

-ხოო... სეჰუნს ცალი ხელი თაბაშირში ესვა და გინდა თუ არა ამ ექიმებს არ ვენდობიო. ჯონგინთან ერთად როგორ აიკვია წასვლა. - თქვა შიუმინმაც და ჭიქა ბოლომდე გამოცალა, შემდეგ კი ჩემთან დიდი კინკლაობის/ომის დასრულების შემდეგ თუ ვინ გარეცხავდა ჭურჭელს მაინც წააგო და მოთმინებით დაიწყო ლოდინი თუ როდის მორჩებოდა ჩენი რეცხვას. საძინებლის გზას გაჰყვნენ და მთელი დღისგან დაღლილები საწოლში შეძვრნენ, შემდეგ კი საყვარელი ადამიანი ჩაიხუტეს. ჩენს შიუმინი მის მკლავებში მოექცია, ხოლო შიუმინს თავი ჩენის მკერდზე დაედო და ჩენის წელს ეხვეოდა. აჩქარებული გულისცემა კი რომელსაც მათი ერთმანეთთან სიახლოვე იწვევდა მუსიკასავით ჩაესმოდათ...

წყლის ქვეშ(დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora