=8=

81 13 2
                                    

დილა სასიამოვნო შეგრძნებით დაიწყო რომელსაც "საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა"ქვია. ოთახში მზის სხივებმა შემოაღწია და ჩენის გაღვიძება მოახერხა,ხოლო შიუმინი ჩენის ნაზმა კოცნამ შუბლზე. თუმცა მალევე შეიბრუნა ძილი და ჩენს უფრო მიეკრო. ჩენს მისი ყოველი რეაქცია და საქციელი ღიმილს ჰგვრიდა ისევე როგორც შიუმინს. ჩენი დიდხანს უყურებდა შიუმინს საბოლოოდ კი ვეღარ მოვითმინა და ცდუნებამ სძლია. ნელა მიუახლოვდა სასურველ მადისაღმძვრელ ტუჩებს და შიუმინს აკოცა მალევე კი იგრძნო თუ როგორ აჰყვა ახალგაღვიძებული უფროსი მას.

-დილამშვიდობისაა. -უთხრა ჩენმა კოცნის გაწყვეტის შემდეგ და ფართოდ გაიღიმა. შიუმინი კი ახალგაღვიძებულზე ფუმფულა ფისოსავით იხმარებოდა.

-დილამშვიდობისაა ჩენ, მაგრამ კიდევ დამიფრთხობ ძილს და დაგსჯი. -სიცილნარევი ხმით უთხრა შიუმინმა და უმცროსს განგებ უფრი მიეკრო.

-დღეს ფრენაა -თქვა ჩენმა და უკვე მოწყენილ შიუმინს შეხედა. ნამდვილად არ სურდა არცერთს ამ ადგილის დატოვება, რადგან ფიქრობდნენ ,რომ თუ ამ მშვენიერი ადგილიდან წავიდოდნენ ყველაფერი კვლავ აირეოდა.

-ჰომ... ეხლა კი ავდგეთ ფრენა 3საათშია ჩვენ კი ჯერ კიდევ არ ჩაგვილაგებია ჩემოდნები. -თქვა შიუმინმა და ჩენს მოწყვეტით აკოცა, შემდეგ კი სასწრაფოდ ადგა და სააბაზანოში შეიკეტა. ჩენმა ჯერ უფროსს შეხედა შემდეგ კი თავისთვის დაიწყო ბუტბუტი.

-კიდევ კარგი იმ მაკნეების გაფუჭებული ოთახინშევაკეთეთ.

-ჰმმ... რაზე ლაპარაკობ? -გაიგო უცებ ხმა და მალევე ზურგსუკან სისველე იგრძნო და მას კოცნაც დაერთო კისერზე. შიუმინმა ნამდვილად იცოდა ჩენის სუსტი წერტილი რაზეც შიუმინს ჩაეღიმა და სწრაფად მოშორდა.

-ადექი და გაემზადე ძილის დრო აღარაა ჩენ. -უთხრა სიცილით და გამზადებას შეუდგა შიუმინი, ხოლო ჩენი შიუმინის ნებას დაჰყვა და 3 საათში უკვე თვითმფრინავში ისხდნენ და ერთმანეთს შეჰყურებდნენ.

რამდენიმე საათის შემდეგ...
როგორც იქნა თვითმფრინავი სეულის აეროპორტში დაეშვა და ყველა მგზავრმა დატოვა იგი. შიუჩენი მათ საძმაკაცოს ძლიერად მოეხვია და სახლებში წავიდნენ. 2დღე კი ისე გავიდა რომ შიუმინსა და ჩენს მხოლოდ ტელეფონით შეეძლოთ კონტაქტი.

ჩენის pov:
უკვე საღამო იყო და მოუთმენლად ველოდი შიუმის ზარს, როდესაც ტელეფონმა დარეკა. გახარებულმა ეგრევე ვუპასუხე.

-შიუმინ როგორც იქნა...

-შენი შიუმინი ახლა სანაპიროზე სეირნობს ძამიკო. -გაისმა ტელეფონის მეორე მხრიდან ხმა, რაზეც ძალიან შემეშინდა. როგორ გამოვიდა ჩემი ტყუპი ციხიდან?..

5 წლის წინ...
-დედა მამა ნახეთ კლასში საუკეთესო მოსწავლე ვარ. -გაისმა ხმა სახლში მაგრამ არავინ მიპასუხა. მოწყენილი ბიჭი მშობლების საძინებელში შევიდა იქ ნანახმა სიტვაციამ კი სისხლი გაუყინა. მისი ტყუპისცალი ძმა რომელიც ზედგამოჭრილი ჩენის ასლი იყო გარეგნობით მშობლებს თავზე ედგა და ხელში იარაღი და დანა ეჭირა. მათ მშობლებს კი სწორედ ამ იარაღით და დანით მიყენებული ჭრილობებისაგან სდიოდათ სისხლი.

ეხლანდელი დრო...

-ძალიან ხო არ გაერთე ფიქრებში?! ნუ მოკლედ დაგირეკე, რათა შენი შიუმინის მაგივრად დაგვმშვიდობებოდი. -გაისმა საბოლოოდ ხმა და ზარიც გაწყდა.

წყლის ქვეშ(დასრულებულია)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin