საღამოსთვის ახალი ამბავი უკვე ყველასთვის ცნობილი იყო. კოლეჯს სხვა სალაპარაკო აღარ ჰქონდა.
ჯისუ და მომო ჩვენს ოთახში იყვნენ, ტკბილეულს ვჭამდით და ვჭორაობდით. თეიონს ყველაფერი დეტალებში მოვუყევით. ყოველთვის ბოლოს იგებდა ახალ ამბებს.
- ახლა გამახსენდა, - დაიწყო თეიონმა, - სუჯი...
- გისმენ?!
- ადრე ბითიესის ფანი არ იყავი?
- ხო, მართალია, არ გახსოვთ ერთი პერიოდი ბითიესზე რომ აფანატებდა?!
- ეგ როგორ დაგვავიწდა. აი, თურმე რატომ ზის ჩუმად მთელი საღამოა.
- ეგრეც არაა. მართალია ერთი პერიოდი ფანი ვიყავი, მაგრამ ახლა არ ვარ, თანაც ასე ძალიანაც არ მომწონდნენ.
- როგორ არა, მთელი ოთახი მათი პლაკატებით გქონდა სავსე. სულ მათ სიმღერებს უსმენდი და ქორეოგრაფიებიც ზეპირად იცოდი.
- საიდან მოიტანე? უბრალოდ მომწონდნენ, მეტი არაფერი.
- ვაიმე, მგონი პირველად ვხედავ ასეთ აწითლებულ სუჯის!
- მორჩით! არავინ არ მომწონდა და არც გავწითლებულვარ! ძილი ნებისა!
ჩემს ოთახში შევედი და კარი მივხურე, უფრო სწორად მივაჯახუნე.
ʕ•̫͡•ʕ•̫͡•ʔ•̫͡•ʔ•̫͡•ʕ•̫͡•ʔ•̫͡•ʕ•̫͡•ʕ•̫͡•ʔ•̫͡•ʔ•̫͡•ʕ•̫͡•ʔ
ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც იუნგი ჩვენს სკოლაში გადმოვიდა. ხალხი თანდათან დამშვიდდა და თავიან საქმეს დაუბრუნდა, მხოლოდ ერთი-ორი ლაპარაკობდა იუნგის წარმომავლობაზე.
გაკვეთილებზე, რა საკვირველია, არ მელაპარაკებოდა მისტერ აიდოლის-ძმა-ვარ-არავინ-დამელაპარაკოთ, მხოლოდ ხანდახან თუ მთხოვდა კალამს ან ფურცელს, იშვიათად საათსაც მეკითხებოდა.
რაც შეეხება აირინს, ის კიდევ ცდილობდა იუნგის "ხელში ჩაგდებას", მაგრამ ასე იოლად არც ერთი და არც მეორე არ ნებდებოდა. კორიდორში სულ ვხედავდი როგორ ეფლირტავებოდა აირინი, იუნგი კი ყურადღებას არ აქცევდა. ასე აირინი თავს არასდროს დაიმცირებდა, მაგრამ ალბათ უფრო დიდ დამცირებად იმას თვლიდა, რომ ბიჭს ვერ აწონებდა თავს.
YOU ARE READING
FIRST LOVE // YOONGI
Fanfictionამბავი კოლეჯში ვითარდება, სადაც უმეტესობა მდიდარი ან სახელგანთქმული ოჯახიდანაა. კოლეჯში ახალი მოსწავლე ირიცხება, რომლის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის.