4

626 54 5
                                    

- შ-შენი რა? - დავიბენი.

- შეყვარებული.

- შანსი არ გაქვს.

- მართლა კი არ გთხოვ. უბრალოდ ხალხს მოვაჩვენოთ თავი ასე.

- არა.

- ჩემზე აღარ იფიქრებენ, რომ გეი ვარ. შენ კიდე ისედაც არავის მოსწონხარ და ბევრი გემტერება, ასე რომ დიდი არაფერი მოგივა.

- უკაცრავად? - წარბი ავწიე.

- პირიქით, შეიძლება ზოგი შემოგეტენოს. აირინმა ვერაფერი დააკლო და თუ სუჯიმ ამდენი შეძლო, აირინს მივატოვებთ და სუჯის ვემეგობრებითო. შენც ეგ არ გინდა? აირინმა ყველაფერი წაგართვა, შენი ჯერია სამაგიერო გადაუხადო.

- იუნგი... ეს საიდან იცი?

- პირობას გაძლევ ცუდად არ მოგექცევი. თან ბითიესს გაგაცნობ. გთხოვ?

- კარგი, ჯანდაბას.

- მადლობა. წამოდი. - ხელი მომკიდა და ოთახიდან გამათრია. კაფეტერიაში შევედით. ყველამ თვალები მოგვაპრო. იუნგიმ კიდევ უფრო მაგრად ჩამჭიდა ხელი.

- მეტკინა. - გადავჩურჩულე.

მოუშვა და ნაზად ჩამკიდა ხელი. საჭმელი ავიღეთ და ერთ მაგიდაზე დავჯექით.

- ჯისუს და მომოს რა ვუთხრა? - ავღელდი.

- არაფერი. უბრალოდ უთხარი მოგვეწონა ერთმანეთი და შეყვარებულები ვართო.

- არა. იციან რომ ვერ გიტან, თან ჯისუს მოსწონხარ.
- ერთად დავიბაროთ და ავუხსნათ.
- სიმართლე, რომ ვუთხრათ?
- შენ აგებ მაგაზე პასუხს.
- არაფერს იტყვიან. გპირდები.
- კარგი. სად არიან? დაუძახე.
- ახლა?
- ხო.

კაფეტერია მოვათვალიერე. მალევე დავინახე ორივე. გაშტერებულები მიყურებდნენ. ვანიშნე მოდითთქო და დაბნეულები წამოვიდნენ.

- სუჯი, რა ხდება? - ბრაზით მითხრა ორივემ.

- დაჯექით. - უთხრა იუნგიმ ნაზად.

FIRST LOVE // YOONGIWhere stories live. Discover now