კაფედან სახლამდე მიმაცილა. მთელი გზა ვლაპარაკობდით. წარსულზე და აწმყოზე.
- მოვედით...
- არ წახვიდე, სუჯი.
- ჰა?
- სადღაც უნდა წაგიყვანო...იუნგიმ ხელი ჩამკიდა და შემომხედა.
- რა იყო? - შევეკითხე.
შუგამ გაიხედა.
- მითხარი. რა მოხდა?
- არაფერი... უბრალოდ... - მზერის არიდებას ცდილობდა.
- უბრალოდ რა?
- ლამაზი ხარ... - გაუგებრად წაიბურტყუნა.
- რა?
- დაივიწყე. - ხელი გამიშვა.
- არ ვაპირებ. - ვუთხარი და ხელი ჩავკიდე. იუნგიმ გამიღიმა და ხელი მომიჭირა.გზაში ჩუმად ვიყავით, მაგრამ უხერხული არ ყოფილა. პირიქით, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო...
- აქ ვართ. - თქვა იუნგიმ.
- შუგა... ეს...
- შემთხვევით წავაწყდი. ხომ გავს?
- ჰო. ზუსტად ისეთია.პარკში ვიყავით. იმის იდენტურ პარკში სადაც ბავშვობა გავატარეთ.
- ნახე! საქანელები!!! - პირველივე საქანელასთან გავიქეცი და დავჯექი. იუნგი მომიახლოვდა.
- გახსოვს რას ვაკეთებდით?
- გავიმეოროთ. - თვალი ჩავუკარი. შუგამ თავი დამიქნია და გამაქანავა. თვალები დავხუჭე. ჭრიჭინების ხმა და საქანელის ჭრიალი ისმოდა, ნელი სიო კი სახეში მელამუნებოდა. იუნგის გავხედე, მან კი გამიღიმა და გამაჩერა. თვითონ კი გვერდითა საქანელაზე ჩამოჯდა. - ასეთი რა გითხრა აირინმა მაშინ?
- მითხრა მასთან თუ არ წავიდოდი, ვინანებდი. მაშინ არა ვუთხარი. მეორე დღეს კი ჩემთან ტირილით მოხვედი. გახსოვს, ჩანთაში დანა, რომ გიპოვეს?
- რამის სკოლიდან გამაგდეს.
- მითხრა, შემდეგში მართლა გავაგდებინებ სკოლიდან თუ არ გამომყვებიო.
- არ მჯერა რომ ასეთ ადამიანს ვემეგობრებოდი... შუგა?
- გისმენ!
![](https://img.wattpad.com/cover/148176410-288-k650447.jpg)
YOU ARE READING
FIRST LOVE // YOONGI
Hayran Kurguამბავი კოლეჯში ვითარდება, სადაც უმეტესობა მდიდარი ან სახელგანთქმული ოჯახიდანაა. კოლეჯში ახალი მოსწავლე ირიცხება, რომლის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის.