6

297 28 20
                                    

მეორე დღეს იუნგიმ გაკვეთილზე დააგვიანა. გვერდით რომ მომიჯდა ხმა არ ამოუღია.

- როგორ ხარ? - შევეკითხე, მაგრამ პასუხი არ გამცა.

უცნაური გრძნობა დამეუფლა. ისე იქცეოდა როგორც კოლეჯის პირველ კვირებში.

გაკვეთილი რომ დამთავრდა უკანმოუხედავად გავიდა. ავედევნე.

- შუგა! - არ გამოუხედავს. - იუნგი!

დავეწიე და ძალით შემოვაბრუნე ჩემსკენ.

- ვერ გაიგე რომ გეძახდი? - იუნგიმ შემომხედა, შემდეგ კი ჩემს ხელს დახედა, რომლითაც მის მკლავს ჩავბღაუჭებოდი. ცივი მზერა ჰქონდა, არაფრის მთქმელი. ჩემი ხელი უხეშად მოაცილა თავის მკლავს. - რა გჭირს? - შევეკითხე, მან კი უბრალოდ ზურგი მაქცია და წავიდა. ისევე, როგორც გუშინ. დაბნეული კლასისკენ წავედი.

მთელი დღე ვფიქრობდი, რის გამო იქცეოდა იუნგი ასე, მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობდი.

დღეს სხვა გაკვეთილი არ მქონია მასთან, ასე, რომ მისი ნახვა მხოლოდ სასადილოში მოვახერხე.

მარტო იჯდა. მისკენ წავედი. ვფიქრობდი ამიხსნიდა რა სჭირდა. მისგან მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი მაშორებდა, როდესაც დავინახე როგორ მიუჯდა მის მაგიდას აირინი. იუნგიმ გაუღიმა და... აკოცა.

ვიგრძენი როგორ გამომეცალა ფეხებში ძალა. ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობდი... დანახულის გააზრება მიჭირდა, მაგრამ ასე უფრო ლოგიკური იყო ყველაფერი. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ პირველად არ ხდებოდა. უკვე მეორედ წამართვა აირინმა ის რაც ძვირფასი იყო ჩემთვის. ყველაფერი ნათელი გახდა. როგორ ვიფიქრე ის, რომ შეიძლებოდა ასეთი იოლი ყოფილიყო ყველაფერი. გუშინდელი დღე უბრალოდ მოჩვენებითი ბედნიერება იყო და სხვა არაფერი. ცრემლი ჩამომვარდა და სასადილოდან გავიქეცი. გოგონების ტუალეტში შევვარდი და კაბინაში ტირილი დავიწყე.

რამდენიმე წუთში კარის ჭრიალის ხმა მომესმა. ოთახში ხმაურითა და სიცილ-კისკისით გოგონები შემოვიდნენ. ვერავის ვხედავდი კაბინიდან, მაგრამ ამ ხმას ყველგან გავარჩევდი. აირინი ყველას უყვებოდა თავისი წარმატების შესახებ. მისი მეგობრებიც თვალებში შესციცინებდნენ და ცაზე აყავდათ ქებით. ერთი-ორი გესლიანი მოძახილი მეც მომახვედრეს. საბოლოოდ ყველა გავიდა, აირინის და მისი საუკეთესო მეგობარი ჯენის გარდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 14, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

FIRST LOVE // YOONGIWhere stories live. Discover now