ბიჭი თავაწეული შემოვიდა კლასში. აიდოლს ჰგავდა. გამხდარი, მაგრამ ამავდროულად ლამაზი და პროპორციული ტანი ჰქონდა. სახეზეც საკმაოდ სიმპატიური იყო.
- ქალბატონო კიმ, თქვენის ნებართვით უკანა მერხზე გადაბრძანდით, - უთხრა ღიმილით პროფესორმა ჯისუს და მანაც წამში უკან გადაინაცვლა. - თქვენ კი ბატონო იუნგი სუჯის მიუჯექით გვერდით. სად გავჩერდით? ჰო როგორც ვამბობდი...
იუნგიმ თავი დაუკრა პროფესორს და გვერდით მომიჯდა.
- გამარჯობა! - მივესალმე. - იუნგი ხომ? -პასუხი არ გამცა. - მე სუჯი მქვია.
სასიამოვნოა...მან ცივი მზერა მომაპყრო და თავი კვლავ პროფესორისკენ შეატრიალა.
ჰაჰ. თავი ვინ გონია? ნეტავ გამაგებინა ვისი შვილია ასე რომ მოაქვს თავი. გამარჯობის თქმაც რომ არ ინება.
მთელი გაკვეთილი წამებში მიილია. იუნგიმ სიტყვის თქმაც არ ინება. ზარი დაირეკა თუ არა გოგონები მისცვივდნენ, დაიწყეს საკუთარი თავების გაცნობა და ფლირტაობა. თავიანთ ნომრებს მერხზე უყრიდნენ. კოცნებს უგზავნიდნენ.
იუნგიმ ყველას ცივად გადახედა, შემდეგ კი თავის მერხზე დაიხედა. თავისი ნივთები აიღო და გოგონებს უხეშად გაკრა მხარი. მათ კი უკან, რომ გაიხედეს იუნგი უკვე კლასიდან წასული დახვდათ.
გოგონებს სახეზე მოწყენილობა, ბრაზი და ზიზღი ერთად დაეტყოთ. აღშფოთებულნი ჩანდნენ იუნგის საქციელით.
- კაფეტერიაში არ მივდივართ? - გამომარკვია მომოს ხმამ.
- ჰო, წავიდეთ. მომშივდა.
კლასიდან გასვლისთანავე უჩვეულო ხმაური შემოგვესმა. მთელი კოლეჯი იუნგიზე ლაპარაკობდა. ზოგი იმაზე დებდა სანაძლეოს თუ ვისი შვილი იყო იუნგი.
ჩამეცინა.
- არა, მაინც არ მესმის რა მოსწონთ ამ თავხედ ბიჭში. - დავიწყე მე.- რატო?! სიმპატიურია. - შემეკამათა ჯისუ.
- ჯისუს მგონი ახალი ქრაში ყავს. - ხელი წაკრა მომომ ჯისუს. მან კი გაიღიმა. ლოყები სულ გაწითლებოდა.

YOU ARE READING
FIRST LOVE // YOONGI
Fanfictionამბავი კოლეჯში ვითარდება, სადაც უმეტესობა მდიდარი ან სახელგანთქმული ოჯახიდანაა. კოლეჯში ახალი მოსწავლე ირიცხება, რომლის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის.