1

716 72 10
                                    


საპირფარეშოს ერთ-ერთი კაბინიდან გარკვევით ისმოდა ვიღაცის ხმამაღალი გმინვა, რომელმაც შეძლო და მალევე მიიქცია იმავე ტერიტორიაზე მყოფი ბიჭის ყურადღება.

"ჩემი საქმე არ არის"-ცდილობს ქერა ბიჭი საკუთარი თავის დარწმუნებას იმაში, რომ სხვის საქმეში არ ჩაერიოს და მისი მობეზრებელი ცხოვრების დინებას მიჰყვეს, ყოველგვარი დამატებითი პრობლემის გარეშე.

ანგელოზსა და ეშმაკს შორის ბრძოლის პარალელურად მაღალი ბიჭი ხელების დაბანას იწყებს.

საბოლოოდ საკუთარი თავის მის სასარგებლოდ დარწმუნებას ახერხებს და გადასვლელი კარისკენ სვლას აჩქარებული ნაბიჯებით იწყებს, რა მომენტშიც კაბინის კარი იღება.

მოულოდნელი ხმა აწყვეტინებს მოძრაობას, ხოლო ცნობისმოყვარეობა აიძულებს შეტრიალოს თავი ბიჭის მიმართულებით, რომლის თვალებიც ჩაწითლებულა ხანგძლივი ტირილის გამო.

იუნგი ახერხებს დაბალი ბიჭის ამოცნობას და წამით წუხს კიდეც მის გამო.

მცირე ხნიანი თვალებით კონტაქტის შემდეგ, ატირებული ბიჭი თვალებიდან ჩამოგორებულ ცრემლებს იწმენდს და გასასვლელი კარისკენ მიემართება.

იუნგი მას მისი ძლიერი მკლავების საშუალებით აჩერებს, რის გამოც ბიჭი ტოკდება, მოულოდნელობისგან.

"ვატყობ, პრობლემები გაქვს"-ცნობისმოყვარეობა მაინც თავისას შვება.

"დიდად დამავალებ, თუ საკუთარ საქმეს მიხედავ"-ბიჭი უხეშად პასუხობს, რაზეც იუნგის ცინიკურად ეღიმება.

"ვაპირებდი, მაგრამ ვიღაც უხეში ბიჭის ხმამაღალმა მოთქმამ, ამის საშუალება არ მომცა"

იუნგი ბიჭს ხელს უშვებს. ჯიბიდან მატერიას იღებს და მის წინ მდომი ბიჭის მიმართულებით იშვერს.

"გამოგადგება"

ეს იუნგის ჩვეულ საქციელს ნამდვილად არ გავს.

იუნგი კართან მისვლისას ჩერდება და ბიჭისკენ ბრუნდება.

"სხვა დროს, როცა ვიღაც შენს დახმარებას გადაწყვეტს, არ ეუხეშო"-იუნგი იღიმის,ბიჭს თვალს უკრავს და მისი თვალთახედვის არედან მალევე ქრება.

- - -

პირველი ფიქია..

რატომღაც საკუთარი თავის გამოცდა მომინდა ამ საქმეში და აი შედეგიც!

დააკომენტარეთ, რომ ვიცოდე ღირს თუ არა ამის გაგრძელება.❤











Forbidden (Yoonmin) Where stories live. Discover now