მინების სახლში დილიდანვე ხმაური და აჟიოტაჟია უმცროსი შვილის სახლში დაბრუნების აღსანიშნავი წვეულების გამო.ბატონ მინს სურს, რომ დიდი ხნის უნახავ შვილს გრანდიოზული წვეულება მოუწყოს და სწორედ ამ წვეულებაზე ამცნობოს ყველას მისი გეგმების შესახებ, ქორწინებასთან დაკავშირებით.
ვინაიდან იუნგის ფორმალური წვეულებები და მასთან დაკავშირებული სამზადისი დიდად არ უყვარს, გადაწყვიტა დრო ნამჯუნთან ერთად გაეყვანა და სწორედ მასთან ერთად წამოეყვანა მისი აუტანელი, თუმცა უსაყვარლესი უმცროსი ძმა აეროპორტიდან.
მინ სოკჯინი, იუნგის უმცროსი ძმა 17 წლის ახალგაზრდაა, რომელიც საზღვარ გარეთ განათლების მიღებას საკუთარი მამის სურვილით დათანხმდა, მიუხედავათ იმისა, რომ ოჯახისგან და საკუთარი ქვეყნისგან მოშორების იდეეთ სულაც არ იყო აღფრთოვანებული.
- როგორც წესი ამის გამო არ ნერვიულობენ, იუნგი.-ამბობს მაღალი ბიჭი, როცა მისი მეგობრის სახეზე სიხარულის ნაცვლად, ნერვოულობასა და სევდას ამჩნებს.
- საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ, ნამჯუნ. წლებია არ მინახავს. მეშინია.. არ მინდა, ის აუტანელი და საყვარელი სოკჯინი, რომელიც მუდამ დახმარებას მთხოვდა მათემატიკაში, შეცვლილიყო. გული მტკივა რომ ამდენი წელი დავკარგეთ.-ამბობს იუნგი და მეგობრის მიმართულებით სევდიანად იღიმის.
- დამშვიდდი, ის ჯერ კიდევ ბავშვია. მერწმუნე, ერთად შეძლებთ ამ წლების ანაზღაურებას.-ნამჯუნი მეგობრის გამხნევებას ცდილობს, მიუხედავათ იმისა რომ ეს საერთოდ არ მუშაობს. იუნგის ნერვიულობა შეწყვეტის მაგივრად, უფრო იზრდება თითოეული წამის გასვლასთან ერთად.
- რომ ვერ ვიცნო? ან შეიძლება მან ვერ მიცნოს. ეს მაშინებს.-აგრძელებს იუნგი და თავს დაბლა ხრის.
- კარგი რა! ნუ იქნები გამოუსწორებელი პესიმისტი. კარგ რაღაცეებზე იფიქრე.-ნამჯუნის სიტყვები იუნგის აფიქრებს კიდეც. მგონი უმჯობესია, თუ უმცროსის სიტყვებს ყურს დაუგდებს და კარგ რამეზე იფიქრებს. იუნგი მადლობის ნიშნად უღიმის ნამჯუნს, რომელიც გამხნევების მიზნით ხელს მის მხარზე ასვენებს.
- იუნგი ჰიოოონ!!!-უფროსის ყურადღებას ხმამაღალი შეძახილი იპყრობს. იუნგი ხმის პატრონისკენ იხედება და ამჩნევს ბიჭს, რომელიც ფართო ღიმილის პარალელურა უქნევს მას ხელს შორიდან.
- აი ჩვენი პრინცესაც.-ხუმრობით ამბობს ნამჯუნი და იუნგის ხომ გეუბნებოდი სახეთი უყურებს.
- ეს სიზმარია?-ამბობს იუნგი, როცა უკვე პატარა სხეული მის სხეულზეა აკრობილი.
- რა თქმა უნდა არა, სულელო. ძალიან მომენატრე-პასუხობს უმცროსი და ხელებს უფრო მჭიდროდ ხვევს მის უფროსს ძმას.
რამდენიმე წუთიანი ჩახუტების შემდეგ, იუნგი ჯინის სახეს მის ხელებში იქცევს და მისი ლოყების დაკოცვნას იწყებს.
- ჩემო პატარავ, როგორ გაზრდილხარ.-ამბობს იუნგი, რასაც ჯინის ხითხითი მოჰყვება.
- ნამჯუნი ჰიონ, შენც ძალიან მომენატრე.-ამბობს ჯინი იუნგისგან გათავისუფლების შემდეგ, როცა იქვე მდგომ ნამჯუნსაც ამჩნევს.
- როგორც იქნა მეც შემამჩნიე.-ამბობს ნამჯუნი და ბიჭის პატარა სხეულს იხუტებს.-როგორც ჩანს, ჩვენს პატარა ჯინს ყველაფერი კარგად ახსოვს.
- პატარა აღარ ვარ!-ამბობს ჯინი და ტუჩებს წინ წევს, რაზეც იუნგისაც და ნამჯუნსაც ეცინება.
_________________________________
როგორც იქნა!!! დავბრუნდი!
ეს თავი შემთხვევით დამედო რამდენიმე დღის უკან, როცა ჯერ კიდევ დაუსრულებული მქონდა:(( რის გამოც ბოდიშს ვიხდი.
ხოდამ ნამჯინის დროც დგება *___*
შეფასებებს ველოდები.
ნუ ვიცი, ძაან იწელება ყველაფერი და უინტერესოც კია, მაგრამ მალე გამოსწორდებააა :ფ
YOU ARE READING
Forbidden (Yoonmin)
Fanfiction🔞❗ მინ იუნგი, ცხოვრებისგან განაწყენებული, უხეში და გულ-ცივი, 26 წლის ახალგაზრდაა, რომლის მთელი სხეული ტატუებს აქვს დათმობილი. რა მოხდება მას შემდეგ, როცა გაიგებს რომ მამამისის საქმრო, 19 წლის ბარმენი, პაკ ჯიმინია, მისი საყვარელი კლუბიდან? Sorry...