დღევანდელი დღისგან დაღლილ სახლში მისულ იუნგის მამამისი, მისაღ ოთახში მისთვის სრულიად ნაცნობ მამაკაცთან ერთად ხვდება. იუნგი სახეს მობეზრების ნიშნად ემანჭება. როდის უნდა შეიგნოს მამამისმა, რომ მხოლოდ მისი კომპანიის კეთილდღეობის გამო, საქმეს ჯანგ ჰოსოკთან არ დაიჭერს? ალბათ მისთვის, მამამისის ამ საქმეში დარწმუნება ძალიან ძნელი გაბრძოლება იქნება.
"იუნგი, როგორც იქნა მოხვედი. ჰოსოკი დიდი ხანია შენს მოსვლას ელოდება."-ამბობს ბატონი მინი როგორც კი მის შვილს ამჩნევს და იღიმის მისთვის მისაღები "სასიძოს" მიმართულებით."ჯობდა არ დამლოდებოდა. საშინლად დაღლილი ვარ, ჩემს ოთახში წავალ."-ამბობს იუნგი და სვლას მისი ოთახისკენ იწყებს, როცა მამამისის ზემდეტად მკაცრი ხმა ესმის.
"მინ იუნგი!"-მთელს სახლში ისმის იუნგუკის სჭექარე ხმა, რაც ჰოსოკის ასე თუ ისე შეშინებასაც იწვევს. მას მხოლოდ იუნგის ნახვა უნდოდა. მისი მიზანი მამა-შვილს შორის კომფლიქტის ჩამოვარდნა სულაც არ ყოფილა.
"ჰოსოკი აქ შენს სანახავად მოვიდა, შენ კი აქაურობას მასთან მისალმების გარეშე ტოვებ!"-ბატონი მინის ხმაში აშკარად იგრძნობოდა მრისხანება და ბრაზი მისი უფროი შვილის მიმართ. იუნგი მამამისის მიმართულებით ბრუნდება და მოხუც კაცს თვალებში გამომცდელად უყურებს.
"კლუბში წადი და ერთმანეთი უკეთ გაეცანით. ერთხელ მაინც ეცადე მასში ინტერესი გამოიჩინო, იუნგი!"
"ბატონო მინ, საჭირო არ არის მასზე ძალის დატანება. რადგან იუნგი დაღლილია, დაისვენოს."-მზრუნველი ტონით ამბობს ჰოსოკი და მეტი დამაჯერებლობისთვის სახეზე ყალბ ღიმილს იკრავს. გარეგნულად არ ეტყობა, თუმცა იუნგის დამოკიდებულება მას გულს
საშინლად ტკენს.ჰოსოკის ხმა ბრაზისგან გაწითლებულ მოხუცს ცოტანი აწყნარებს."მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და უნდა წავიდე, შენ კი იუნგი მოიქეცი ისე, როგორც გითხარი"-ამბობს კაცი ტელეფონზე საათის შემოწმების შემდეგ. იუნგის მიმართულებით გამაფრთხილებელი მზერის გაგზავნის და ჰოსოკის თბილი ღიმილით დასაჩუქრების შემდეგ, ბატონი მინი სახლს ტოვებს.
იუნგი დივანზე მოსროლილ ქურთუკს ბუზღუნით ირგებს და გადასვლელი კარისკენ მიდის.
"გაინძერი! რას ელოდები?"-ხმამაღლა ამბობს უფროსი ჯერ კიდევ იმავე ადგილას მდგომი ბიჭისკენ.
ჰოსოკი აზრზე მოდის და ბიჭს უკან მალევე ედევნება.
"იუნგი, არ მინდო"-ჰოსოკს დაწყებულ წინადადებას იუნგის მკაცრი ტონი აწყვეტინებს. "მოკეტე და მანქანაში ჩაჯექი"-უმცროსი ბიჭს ემორჩილება და მანქანაში ჯდება. თავს ძალიან ცუდათ გრძნობდა. საშინელ გავლენას ახდენდა მასზე იუნგის აურა, რომელიც ყველანაირად ახვედრებდა მას, რომ უფროსისთვის ის არაფერს წარმოედგენდა. მცირე კონტაქტიც კი, რომელსაც ისინი იზიარებდნენ, იუნგის მამის ძალდატანებით ხდებოდა.
კლუბში მისვლისას, იუნგი და ჰოსოკი მანქანიდან გადმოდიან.
უფროსი მის წინ მიმავალ ბიჭს მაჯაში ავლებს ხელს და მისკენ ქაჩავს."ჩემთან მოახლოვება არ გაბედო. გააკეთე რაც გინდა, მაგრამ გაფრთხილებ მამასთან არაფერი დაიჩივლო ამასთან დაკავშირებით"-იუნგი ჰოსოკს ხელს უშვებს და ხალხის ბრბოში უჩინარდება. ჰოსოკი კლუბის კუთხეში იკავებს ადგილს, პარალელურად კი მაჯას იზელს, რომელიც ძალიან სტკივა, იუნგის დამსახურებით.+ + +
დააკომენტარეთ!
ამიერიდან ძალიან ხშირად დავდებ!
უფრო საინტერესო გახდება, გპირდებით.
YOU ARE READING
Forbidden (Yoonmin)
Fanfiction🔞❗ მინ იუნგი, ცხოვრებისგან განაწყენებული, უხეში და გულ-ცივი, 26 წლის ახალგაზრდაა, რომლის მთელი სხეული ტატუებს აქვს დათმობილი. რა მოხდება მას შემდეგ, როცა გაიგებს რომ მამამისის საქმრო, 19 წლის ბარმენი, პაკ ჯიმინია, მისი საყვარელი კლუბიდან? Sorry...