3

537 62 17
                                    

ჰოსოკის უხეშად მოშორების შემდეგ იუნგი ბართან მიდის, ნაცნობი სახის დანახვის მიზნით, მაგრამ იმედები მაშინვე უცრუვდება,როცა ბართან დაბალი, ლამაზი ბიჭის მაგივრად მისთვის სრულიად უცხო პიროვნებას ხედავს.

- აამ, მეორე ბარმენი სად არის?-შეპარვით კითხულობს იუნგი, ალკოჰოლის შეკვეთის შემდეგ და მთლიან სითხეს მის ორგანიზმში უყოყმანოდ უშვებს.

- ჯიმინი? ცოტა ხნის წინ დატოვა კლუბი, საქმროს სანახავად.-ამბობს შავგრემანი ბიჭი და ჭიქების წმენდას განაგრძობს.

- საქმროს? ამისთვის ზედმეტად ახალგაზრდას გავს.

- ასეცაა, სულ მხოლოდ 19 წლისაა.-ოხვრით პასუხობს ბიჭი, რომლის სახეზეც აშკარად იგრძნობოდა სევდა და მწუხარება უმცროსი ბიჭის გამო.

იუნგი მეტ კითხვას აღარ სვამს. ისედაც მოაბეზრა მისი ცნობისმოყვარეობით სავსე კითხვებით ბიჭს თავი.

ვერ ხვდება რატომ ან რა მიზნით აინტერესებს მას ასე ბარმენი ბიჭი. მიუხედავათ იმისა, რომ უკვე იცის,  ქერა ბიჭს საქმრო ყავს, მაინც უნდა მასზე ბევრად უფრო მეტი რამ გაიგოს, ან თუნდაც უფრო დაუახლოვდეს მას. ალბათ ეს სიგიჟეა.

რამდენიმე ალკოჰოლით სავსე ჭიქის გამოცლის შემდეგ, რომელსაც მის სიფხიზლეზე უკვე კარგი გავლენა მოუხდენია, ადგილიდან დგება და გასასვლელი კარისკენ მიემართება.

გზაში ახსენდება, რომ ის აქ ჰოსოკთან ერთად მოვიდა და მამამისისგან უამრავი საყვედურის მოსმენა მოუწევს, ბიჭი რომ აქ დატოვოს. იუნგი უკან ბრუნდება და ხალხის ბრბოში ნაცნობი ბიჭის ძებნას იწყებს, რომელიც თითქოს მიწამ ჩაყლაპა.

იუნგიმ გადაწყვიტა, რომ ის საპირფარეშოშიც შეემოწმებინა და თუ აქაც არ აღმოჩნდა, სახლში დაბრუნდა.

ბიჭი საპირფარეშოს კარებს ფართოდ აღებს, სადაც აცრემლებული ჰოსოკი ხვდება, რამდენიმე ბიჭის გარემოცვაში.

იუნგის თვალები უფართოვდება და დანაშაულის გრძნობასაც გრძნობს ჰოსოკის მიმართ. მართალია ჰოსოკს აგრძნობინებს, რომ ის მისთვის არაფერს ნიშნავს, თუმცა გულის სიღრმეში ის მისთვის ძალიან ძვირფასია, როგორც მისი უმცროსი ძმა. 

იუნგის სიბრაზისგან თვალები წითლად უელვარებს, ოთახში ელვის სისწრაფით შედის და ჰოსოკის პატარა სხეულს, სწრაფად აშორებს აღგრძნებულ ბიჭებს. ზოგს მუშტის გამოყენებით, ზოგს ფეხის, ზოგს თვალებით დაშინებით.

საბოლოოდ იუნგის უკვე უსაფრთხოდ მყოფი და ძალიან შეშინებული ჰოსოკი, მის მკლავებში აჰყავს და გულში თბილად იკრავს.

- მაპატიე. ასეთ ადგილას მარტო არ უნდა დამეტოვებინე.-ხმადაბლა ამბობს იუნგი და დაცვის მიზნით ჰოსოკის სხეულს უფრო ძლიერად აკრავს მის სხეულს.

Forbidden (Yoonmin) Where stories live. Discover now