შვილთან კამათის გამო, ჰოსოკის თაობაზე, ბატონი მინი სახლს უგუნებოდ ტოვებს, მაგრამ მისი ხასიათი ჩვეულ აღტაცებას მაშინვე უბრუნდება, როცა ახსენდება პიროვნება, რომელთანაც აქვს დანიშნული მნიშვნელოვანი შეხვედრა, უფრო კონკრეტლად რომ ვთქვათ, პაემანი.
ბატონი მინი ამ დღეისთვის დიდხანს ემზადებოდა, რათა მისი მომავალი მეუღლისთვის ეს თარიღი დასამახსოვრებელი ყოფილიყო.
ამისთვის კი დაჯავშნა ყველა ადგილი სეულის ყველაზე ძვირიან რესტორანში, სადაც წყვილი ლამაზი მუსიკის თანხლებით გაიზიარებენ ერთმანეთთან სიახლოვეს, სრულიად მარტონი.
იუნგუქის მძღოლი მანქანას ზედმეტად ღარიბული სახლის წინ აჩერებს, საიდანაც მალევე ჩნდება ახალგაზრდა და ლამაზი ბიჭის სხეული, რაც მინის უფრო მეტად აღელვებასა და გახარებას იწვებს.
- ჯიმინ, შეუდარებლად გამოიყურები.-სიყვარულით სავსე თვალებთ ამბობს უფროსი, როცა ბიჭი მანქანაში ადგილს მის გვერდით იკავებს.
მადლობა.-შავგრემანი თავს დაბლა ხრის, სიმორცხვისაგან და დისკომფორტისგან.
უფროსს ეღიმება.
და ის ფაქტი, რომ მის გვერდით მჯდომი ლამაზი ბიჭი, სულ მალე ოფიციალურად გახდება მისი, სრულიად ახარებს.
მგზავრობამ არც ისე დიდი ხანი წაიღო. ჯიმინი აღტაცებით ათვალიერებს რესტორნის ინტერიერს, რომელმაც აშკარად დიდი შთაბეჭდულება მოახდინა მასზე.
უფროსს მის რეაქციებზე დროდადრო ეცინება.
მისი ჯიმინი აღტაცებულია, ამის მთავარი მიზეზი კი მის მიერ დაგეგმილი პაემანია.
- აქაურობა ძალიან ლამაზია და ალბათ ზედმეტად ძვირიც კი. არ მინდა ჩემს გამო ასე იხარჯებოდე.-ამბობს ჯიმინი და სწვდნარევი ღიმილით შეჰყურებს მის წინ მჯდომ უფროსს.
- ამაზე ნუ ფიქრობ. შენთვის არაფერი მენანება. ბოლოს და ბოლოს მალე ჩემი მეუღლე გერქმევა და ჩემი ფული შენიც გახდება.-ღიმილით ამბობს ბატონი მინი და უმცროსი ბიჭის ხელს თავისაში იქცევს, ნუგეშის მიზნით.
- რაც შეეხება ამას. შენი ოჯახის წევრებს უთხარი უკვე ამის შესახებ?-მორიდებით კითხულობს 19 წლის ბიჭი.
- ჯერ არა. უმცროსი შვილი, სოკჯინი რამდენიმე დღეში ბრუნდება კორეაში. ამასთან დაკავშირებით ჩემს სახლში წვეულება იმართება, სადაც შენც ხარ დაპატიჟებული. სწორედ წვეულებაზე მივცემ, ჩვენს ურთოერთობას ოფიციალურ სახეს.-ამბობს ბატონი მინი და საუბრის ბოლოს იღიმის კიდეც ბიჭის მიმართულებით.
ჯიმინის თავისუფლება ფინიშის ხაზს უახლივდება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ვერაფერს იზამს. ფული სასწრაფოდ სჭირდება, ავადმყოფი მამის სამკურნალოდ, ამისთვის კი ბატონი მინის ერთადერთი პირობა მასზე დაქორწინება იყო. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად უფროსია მისი მომავალი მეუღლე მასზე, ან უყვარს ის თუ არა, მთავარი მისი მამის სიცოხლე და ჯანმრთელობაა, რომელსაც რადაც არ უნდა დაუჯდეს შეუნარჩუნებს მას.
* * *
არც კიმჯერა, რომ ვაგრძელებ. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც წინა თავი დავდე, რის გამოც ბოდიშს გიხდით.
აზრის გამოხატვას ნუ მოერიდებით, სწორედ თქვენი კომენტარები მაძლევს სტიმულს იმისა, რომ წერა გავაგრძელო❤
YOU ARE READING
Forbidden (Yoonmin)
Fanfiction🔞❗ მინ იუნგი, ცხოვრებისგან განაწყენებული, უხეში და გულ-ცივი, 26 წლის ახალგაზრდაა, რომლის მთელი სხეული ტატუებს აქვს დათმობილი. რა მოხდება მას შემდეგ, როცა გაიგებს რომ მამამისის საქმრო, 19 წლის ბარმენი, პაკ ჯიმინია, მისი საყვარელი კლუბიდან? Sorry...