დილა. ყვავილებიანი ფარდისგან გამოსული მზის სხივები საწოლზე, თეთრ საბანზე ეცემოდა შემდეგ კედელზე გადადიოდა და ოთახს ლამაზი ფერადი სხივებით ავსებდა. მისი ლამაზი თითები ჩემსაში იყო ახლართული, ჩემთვის მკლავები ჰქონდა შემოხვეული და მეხუტებოდა. ის ძალიან თბილი იყო, მზის სხივებზეც კი ყოველთვის ასე იყო და როდესაც რომელიმე ცუდად ვგრძნობდით თავს ერთმანეთის მკლავებში ვექცეოდით და ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლებოდა.
ხელები ფრთხილად გავითავისუფლე, მშვიდად და აუჩქარებლად მივბრუნდი მისკენ, რომ თვალი შემევლო. მიყვარს მისი ყურება როდესაც სძინავს. ის ისეთი ლამაზია. ამის სიტყვებით გადმოცემა ურთულესი რამაა. ხვეული თმა ბალიშზე გადმოყროდა. თვალს ვერ ვწყვეტ. ახლა ტუჩებზე ვაკვირდები. შემდეგ მზერა თვალებზე გადამაქვს.-რამდენი ხანია რაც მიყურებ?- წარმოთქვა და მის ბაგეებზე პატარა ღიმილს ვამჩნევ.
-რამდენი ხანია რაც იცი რომ გიყურებ?- კითხვითვე ვპასუხობ.
-როდესაც ჩემს გემრიელ ტუჩებს ათვალიერებდი-თქვა და ცალყბად იღიმის. თვალებს ახელს, აი გამოჩნდა მისი ლამაზი მწვანე თვალებიც!
-მოკეტეე-ხმამაღალი ტონით ვაგრძელებ სიტყვას ვიცინი და საბანში ვიმალები.
-არაუშავს პატარავ. კარგადაც ვიცი როგორი მშვენიერი ვარ! -არტისტულად, მაღალი ტონით ამბობს, თითქმის ყვირის. თვალებს ხუჭავს იზმორება და კმაყოფილი ღიმილი ეფინება მის სახეს. ჩვეულებრივ ფორმას იღებს და მეკითხება. - არ გაგვიანდება?
-არ გაგვიანდება? - გავიფიქრე და თვალები გავახილე-ჯანდაბა- ვამბობ ჩურჩულით მსუქანი კატასავით ვეხვევი საბანში და მალევე მკვეთრი მოძრაობით ვდგები-არ გაგვიანდება?- თავში მიტრიალებს ეს კითხვა. მისი აქცენტით. ყოველწამს ამას მიმეორებს. ვცდილობ უაზრო ფიქრებისგან გავთავისუფლდე და მოწესრიგებას ვიწყებ.
ფარდები გადავწიე. ჰაერში მზის სხივები ათამაშდა. საწოლს ვასწორებ. ოთახის ფერები ისევ მას მახსენებს. იქნებ შევცვალო რამე? ანდაც იყოს მომწონს. მიყვარს მასზე ფიქრი იმისდამიუხედავად რომ ის აღარ მეკუთვნის. არც არასდროს მეკუთვნოდა. რამდენიმე წუთიანი მზადების შემდეგ აპარტამენტს ვტოვებ ხელში ავტომობილის გასაღებს ვათამაშებ.
YOU ARE READING
Narcissus ⭐
Fanfictionროკ ვარსკვლავის ჰარი სტაილსის და აგენტის ქეთრინ სპირსის დიდხნიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ მათი გზები ერთმანეთს გადაეყრება მას შემდეგ რაც იდუმალი მკვლელობების სერიები დაიწყება. ეს ორივე მათგანისთვის რთული გადასალახია. როგორ დამთავრდება ეს ყველა...