კაბინეტისკენ მაქვს გეზი აღებული. თავში უამრავი აზრი მიტრიალებს, თავბრუ მეხვევა, ვცდილობ არ წავიქცე. -ახლა ვხვდები რატომაც გამოსდიოდა ჰოჩს უცნაური ჟესტები.
-ჩვენ ძალიან ვწუხვართ. -ჯესიკა მეუბნება ჩემს ხელს იღებს და მიჭერს. შემდეგ მორგანი მეხვევა. არვიცი ამ ხალხის გარეშე რამე თუ გამომივიდოდა. ისინი არამარტო ჩემი თანამშრომლები არიან არამედ ახლო მეგობრები. ეს ხალხი ჩემი ოჯახია. მიყვარს ისინი.
-ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ამოვხსნით. - მეუბნება მორგანი.
-ვიცი. მადლობა მხარდაჭერისთვის.
-ახლა ემოციებისთვის მიმართვა სწორი საქციელი არიქნება. - საუბარს იწყებს ჯეიმსი.-კონცენტრირება საქმეზე და სუბიექტზე უნდა მოვახდინოთ.
-სრულიად გეთანხმები და ახლა სწორედ ამას გავაკეთებთ.
-ყველაფერს როგორც წესი ისე შევასრულებთ -მოგვმართავს ჰოჩი- ქეთრინ შენ და ჯეიმსი დანაშაულის ადგილზე წახვალთ.-შეჩერდა მზერა იატაკს მიმართა და შემდეგ უცებ ამომხედა-რათქმაუნდა თუ შეგიძლია...
-დიახ. შევძლებ.-ვაწყვეტინებ თუმცა ზრდილობიანად ვპასუხობ. საუბარს განაგრძობს, მორგანს და ემილის მიმართავს-თქვენ სამედიცინო ექსპერტთან წახვალთ. ჯესიკა მოგვაწვდის ყველანაირ ინფორმაციას რასაც კი გაიგებს. მე და იზი მსხვერპლის ახლობლებს დავკითხავთ და ეჭვმიტანილთა სიას შევადგენთ.მანქანაში ვზივართ. საჭესთან მორგანი ზის. მღელვარებისგან თითებს ვატკაცუნებ და აი მალე დანიშნულების ადგილზეც მივედით. ამოვიოხრე, მორგანს გავხედე. მანიშნა შევიდეთო. ადგილზე რამდენიმე ექსპერტ-კრიმინალისტები, ფოტოგრაფები და სხვა სპეციალისტები დაგვხვდნენ.
ოთახი ჩვეულ მდგომარეობაში იყო. ნაცნობი ავეჯი. ესთეთიკური ფარდები რომელიც ერთად ვიყიდეთ. ისევ ჰქონია. რა საყვარელი იყო.
ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. მტკივნეული დაშორებაც კი არ გვქონდა, უბრალოდ არგამოგვივიდა არაფერი და შევწყვიტეთ, მეგობრებად დავრჩით. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია აქ ყოფნა, მაგრამ ამას ჩემზე კარგად სხვები ვერ გააკეთებენ.
დანაშაულის ადგილი ყურადღებით დავათვალიერეთ...
YOU ARE READING
Narcissus ⭐
Fanfictionროკ ვარსკვლავის ჰარი სტაილსის და აგენტის ქეთრინ სპირსის დიდხნიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ მათი გზები ერთმანეთს გადაეყრება მას შემდეგ რაც იდუმალი მკვლელობების სერიები დაიწყება. ეს ორივე მათგანისთვის რთული გადასალახია. როგორ დამთავრდება ეს ყველა...