V

85 6 2
                                    


- იცი მგონი ეგ წიგნი სადღაც აქ მაქვს.
-მართლა? იპოვე.
-ახლავე.
რამდენიმე წუთში იატაკსა და საწოლზე წიგნები და ფაილები ეყარა. მოგონებებს ვიხსენებდით.
დღევანდელი განტვირთვა ნამდვილად მჭირდებოდა.
-აი ისიც! -სიხარულისგან შევძახე.
-მაჩვენე- ნაილმა წიგნი გამომართვა და ფურცლები გადაშალა. -ვაუ რალამაზი ნაწერებია.
-ჰო ვიცი ყოველთვის ლამაზად ვწერდი.
-არა ეს ჩემი დაწერილია. -ნაილი შემეწინააღმდეგა.
-არა ცდები. შენი აი ის არის, მეხუთე გვერდზე. -სიცილით ვუთხარი და მეხუთე გვერდზე გადავშალე.
-ჯანდაბა არ არსებობს. - სიცილით თქვა. -წარმოგიდგენია? ეს რაარის ვინმე არჩევდა ამ წარწერებს?
-მხოლოდ მე. მიჩვეული ვიყავი. -სიცილს არცერთი ვწყვეტდით.
-წარმოგიდგენია? დღეს ზრდასრულები ვართ. ამ ზრდასრულ ადამიანებს ეკუთვნით ეს გიჟური ჩანაწერები.
-ჰო ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ნორმალურები გავიზრდებოდით.
-რა ადვილია.- მისტიკურად წარმოთქვა და ჰაერში რაღაცას დააკვირდა.
-რას გულისხმობ?
-ზებუნებრივი სამყარო. ამ არსებების მოკვლის გზები ცნობილია. თითქმის ყველაფერი ვიცით ქეთრინ. -ოდნავ გაიცინა მაგრამ ეს არიყო ბედნიერების გამომხატველი სიცილი-ძალიან ადვილია, რასაც რეალურ სამყაროზე ვერ ვიტყვით. ჩვენ ცუდ ტიპებს ვიჭერთ მაგრამ მსხვერპლს ვერ ვშველით ოჯახები ნადგურდებიან. -მორიგი სიცილი ამას მოსდევს თმაში ხელის შეცურება და წარბების შეჭმუხნა- ვაგვიანებთ. წინასწარ ვერ ვსაზღვრავთ მათ მომდევნო მოქმედებას. ვერც წინასწარ ვუგებთ მახეს.
მისი საუბარი უცნაურად მეჩვენა, ძალიან დამაფიქრა. შემდეგ მალევე გამოვფხიზლდი და წიგნების დალაგება დავიწყე.
უცნაური სიჩუმე დავარღვიე რადგან ვხვდებოდი რომ ეს დიდხანს გაგრძელდებოდა.
-დროის შეგრძნება დავკარგე.-უხერხულად ვიცინი რომ სიტუაცია გამოვასწორო
-მეც.
-როდესაც დავალაგებ თუგინდა რამე ვჭამოთ.
-არა მადლობ. უმჯობესია წავიდე თუ რათქმაუნდა მარტო დარჩენა არგინდა.
-არა ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა შეგიძლია წახვიდე. -ცოტათი ცუდად გამომივიდა. არა ძალიან უხეში სვლა იყო თუმცა მარტო ყოფნა მჭირდებოდა
-კარგი მაშინ დაგემშვიდობები ქეთრინ. თურამეა შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს.
-ვიცი მადლობა მიყვარხარ. -ნაილმა ოთახი დატოვა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ყველაფერი მოწესრიგებული მქონდა. სამზარეულოში შევედი და ყავის გაკეთება დავიწყე პარალელურად მობილურში შეტყობინებებს ვამოწმებდი. რამდენიმე გამოტოვებული ზარი დამხვდა დედასგან. დიდი ხანია არ გვისაუბრია. ალბათ ამბავმა მასთანაც მიაღწია და საშინლად ნერვიულობს. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ნომერს ვკრეფ და ვრეკავ. სპიკერზე ვაყენებ რადგან ყავის მომზადების დროს მობილური ხელს მიშლის. მალევე მიპასუხა. და რათქმაუნდა ის ნერვიულობდა.
-ქეთრინ როგორ ხარ? აქამდე სად იყავი? დედა ასე უნდა დაივიწყო? -რამდენიმე კითხვა მომაყარა
-გისმენ დე მე კარგად ვარ შენ როგორ ხარ? ვიცი უნდა დამერეკა. მობილური სამზარეულოში დამრჩა ოთახში ვიყავი. -სწრაფად ვუპასუხე და ვეცადე უხეშად არ გამომსვლოდა.
-მეც კარგად ვარ იმას თუარ ჩავთვლით რომ საშინლად მანერვიულე. ძალიან ვწუხვარ რონის გამო.
-ჰო. - პასუხად მხოლოდ ერთმარცვლიანი სიტყვა დავუბრუნე.
-მისმინე ასე აღარ მოიქცე!... -თავს ისევ 14 წლის გოგონას ვგრძნობდი და დანაშაულის გრძნობამ შემაწუხა.
-კარგი დე მაპატიე. მეტი ყურადღება მმართებს.
-ახლა დაგემშვიდობები. ჭკვიანად იყავი -ამის გაგონებამ ღიმილი მომგვარა-და თავს გაუფრთხილდი.
-დე ოცდა ექვსი წლის ვარ -სიცილით ვუთხარი.
-ჩემთვის ყოველთვის პატარა იქნები.
-მიყვარხარ- ვუთხარი და დავემშვიდობეთ.
მობილური მაგიდაზე დავდე.
სენდვიჩის გაკეთება დავიწყე, მისაღებში გავედი მაქბუქი გავხსენი ფილმს ვუყურებდი თან რაღაც სბუთებს ვავლებდი თვალს აღარც კი მახსოვს როგორ ჩამეძინა , 8 საათი იყო როდესაც დილის სუსხმა გამაღვიძა. სამზარეულოში გავედი ჩაი გავიკეთე. რამდენიმე დოკუმენტის დასრულება მინდოდა, როდესაც დავასრულე აბაზანაში შევედი შხაპი მივიღე. ჩასაცმელად სადა კომფორტული ტანსცმელი ავარჩიე. ავტომობილის გასაღები ავიღე და სახლი დავტოვე. მარკეტში წავედი სახლისთვის რაღაცები მჭირდებოდა.

სტარბაქსიდან გამოვდივარ და მობილურზე ლიამის ნომერს ვკრეფ რამდენიმე წამის შემდეგ მპასუხობს და ვეკითხები.
-გამარჯობა ლიამ როგორ ხარ? ვიფიქრე თუ ქალაქშია შევხვდები მეთქი. მინდა დაგელაპარაკო თან ჩემს ნათლულსაც ვნახავდი.
-კარგად შენ? რათქმაუნდა აქ ვარ მოდი. შენი ნახვა ორივეს გაგვახარებს.
-კარგი რამდენიმე წუთში მანდ ვიქნები. -მობილურს ჯიბეში ვიდებ ყავას ვსვამ და მანქანაში ვჯდები.
ვხედავ როგორ მიქნევს ორი გოგო ხელს ერთი მობილურით მიღებს ცალყბად მეღიმება, ხელს ვუქნევ.

ნახევარ საათში სახლში ვბრუნდები ნივთებს თავის ადგილს ვუჩენ და საჭმლის გაკეთებას ვიწყებ.
ინგრედიენტებს ვამზადებ, წყლით სავსე ლითონის ქვაბს გაზქურაზე ვდებ ველოდები როდის ადუღდება წყალი მანამ კი მაქბუქს ვრთავ შეტყობინებებს ვამოწმებ ჩემი საუკეთესო მეგობრის წერილი მხვდება.
From Katie: Hey how are you? I missed you so much. I'm so sorry about Ronnie
To Katie: I'm uh idk fine i guess. How are you? I missed you too!! And thank you :(
From Katie: I'm okay just have so much work to do.
To Katie: Um uh can you come over if you have free time?
From Katie: I always have free time for you!
To Katie: AW ILY! I'll wait for you!
From Katie: OKAY.

-...ხომ იცი რომ საქმესთან წვდომა მაინც ექნება. იქნებ თქვა რაც იცი
- კარგი რა ლიამ-ედვარდმა თავი მკლავებში ჩარგო.
-ამით საქმესაც დაეხმარებოდი.
-არა საქმეს გავაუარესებ. ქეთრინს ჩემგან არაფრის მოსმენა ენდომება მითუმეტეს იმის მერე რაც მოხდა. თან ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული რახდება ვარაუდით მოვლენებს უფრო ჩავხლართავ.
-და მას ბოლოს როდის შეხვდი.
-3 წლის წინ.


(მადლობა იმ 2 ადამიანს ვინც კითხულობს :D ვიცი საშინელება გამომდის მაგრამ მინდა რომ ბოლომდე მივიყვანო საქმე და ვინიცის იქნებ დავხვეწო კიდეც მომავალში <33)

Narcissus ⭐Where stories live. Discover now