-ის საქმეს უნდა ჩამოაშოროთ!
-საუბრის საინტერესო დასაწყისია.
-ბოდიში მაგრამ არუნდა მისცეთ ამ საქმეზე მუშაობის უფლება.
-ედვარდ ვერ მივხვდი რაზე საუბრობ.
-კარგად იცით რასაც ვგულისხმობ. ქეთრინი. ის... მას არშეუძლია ამის გაკეთება
-როგორც ჩანს მედიამ უკვე გაიგო ამ ამბის შესახებ.
-გთხოვთ ეს მისი უსაფრთხოებისთვის გააკეთეთ.
-ბოდიში მაგრამ ამას მე ვწყვეტ. ის საკმაოდ მომზადებულია, გაწვრთნილი. ერთ-ერთი საუკეთესო აგენტია შტატში. თვითონაც კარგად ესმის რომ არ აქვს ემოციურობის უფლება. -მტკიცედ საუბრობდა მაგრამ მასში ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი არ მინდოდა მაგრამ უხეშად გავაწყვეტინე-არა დამიჯერეთ. ეს საქმისთვისაც ცუდი იქნება.
-ვიფიქრებ თქვენს სიტყვებზე მისტერ სტაილს. -მოკლედ მითხრა და გამითიშა. თუმცა არამგონია ეს მართლა გააკეთოს.***
ჰოჩი დაბრუნდა კაბინეტში თავისი ადგილი დაიკავა.
-მედიამ უკვე გაიგო ეს კი არ გვაწყობს ჯერ.
შემდეგ მე მომმართა.
-ქეთრინ... დარწმუნებული ხარ, რომ ამ საქმეზე მუშაობას შეძლებ?
გაკვირვებული გამომეტყველება მივიღე. ვცდილობდი გამეაზრებინა რას ამბობდა.
-რა? ეს რა...
-მე ყველაფერი მოგვარებული მაქვს. შენი მჯერა, მაგრამ მინდა ვიცოდე სინამდვილეში დარწმუნებული ხარ თუ არა საკუთარ თავში.
არვიცოდი რა მეთქვა ახლა ამაზე ფიქრისათვის შეუფერებელი დრო იყო.
- ფიქრისთვის დროს გაძლევ.
-არა არ მჭირდება.
-ეს თხოვნა ან შემოთავაზება არ არის ხომ გესმის?
მესმის ჰოჩის. მზრუნველია და თავის საქმეს ასრულებს მაგრამ ჩემი რაღაც ნაწილი მაინც იმედგაცრუებული იყო. რამდენიმე წამი ხმა ამოუღებლად ვიჯექი შემდეგ კი ამოვილუღლუღე
-კარგით.
-ყველაფერი კარგად არის?
-დიახ. მგონი მართლა მჭირდება ფიქრი და დასვენება, მაგრამ მაინტერესებს დაბრუნებას შევძლებ თუ არა ამ საქმეზე.
-რათქმაუნდა. შენს გარეშე ამას ვერ შევძლებთ.
-კარგით. მადლობა.- ვცდილობდი გამეღიმა და წყენა დამემალა. არ ვიცი ამაში საწყენი რაიყო თუმცა ცრემლებს მაინც ძლივს ვიკავებდი და როგორც იქნა განყოფილების კარს გავცდი ცრემლებმა საზღვარი გადაკეტეს ამ დროს ნაცნობი ხმა მომესმა.
-ქეთრინ! -ჯოზეფი იყო. ჩემსკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა. -ჰეი სად მიდიხარ? კარგად ხარ?
მისთვის ცრემლები არ დამიმალია.
არა თავი გავაქნიე მოვეხვიე და თავი მის კისერში ჩავრგე. ხელები მომხვია.
-კარგი. დამშვიდდი. გინდა მე წაგიყვან. სად მიდიხარ?
-კი მინდა. სახლში წამიყვანე- ტირილი არ შემიწყვეტია.
-კარგი ძვირფასი. მოდი მანქანაში ჩაჯექი და დამელოდე ჩემს უფროსს ვეტყვი მალე გამოვალ.
პასუხის გარეშე დავემორჩილე.
სანამ ჩემი მეგობარი დაბრუნდებოდა ემოციების მოზღვავება მქონდა. შეუჩერებლად ვტიროდი. ემოციური არ ვარ. მსგავსი რამ არ მჩვევია თუმცა ემოციებისგან დაცლა ზოგჯერ ყველას სჭირდება.
როდესაც დავმშვიდდი მობილურს დავხედე საათი მაინტერესებდა და ამ დროს ჯოც მოვიდა.
-ბოდიში რომ გალოდინე. სახლში წავიდეთ.
-კარგი- მის დაბრუნებამ ღიმილი მომგვარა. გამიხარდა კიდეც რომ მალოდინა არ მინდოდა ჩემი ტირილი ენახა.
მალე სახლშიც მივედით.
- შეგიძლია ცოტახნით ჩემთან იყო?
-რათქმაუნდა. -მალევე მიპასუხა და ღიმილით დამაჯილდოვა.
სახლში შევედით ჩემი ნივთები უწესრიგოდ დავყარე და მდივანზე მოვკალათდი თვალები დავხუჭე და რამდენიმე წამი ასე გავატარე შემდეგ სამზარეულოში გავედი.
-ყავას დალევ? -ჯოს შევთავაზე
-კი. -რაღაცის თქმა დააპირა თუმცა შეჩერდა შემდეგ კი ამოილუღლუღა. - როგორი დღე გქონდა?
ხმამაღლა ამოვიოხრე-საშინელი. მეგობარი მომიკვდა და უფროსმა საქმეს ჩამომაშორა. არვიცი რა ეტაკა. რამდენიმე წუთის წინ ერთად ვმუშაობდით შემდეგ კი...
-კარგი მოდი ამაზე არ იფიქრო- მომიახლოვდა და მომეხვია.
-მადლობა გვერდში დგომისთვის. შენს გარეშე არვიცი რას ვიზამდი.
-კარგი მოდი ცოტახნით რამეს ვუყუროთ ან თუგინდა...
- გაუხსნელი საქმეების ფაილებს გადავხედოთ. - ეშმაკურად ავათამაშე წარბები და გავუღიმე
-ოოჰ ქეთ შენსას არიშლი არა?
-გთხოოვ.
-კარგი ჰო. მეც დამაინტერესა.
-კარგი წამოდი ჩემს ოთახში მაქვს.რამდენიმე ყუთი გამოვალაგე კარადიდან და აი ისიც ვიპოვე.
-რამდენი რამ გქონია.
-ჰო
-გახსოვს წიგნს რომ ვწერდით
-ზებუნებრივზე? რათქმაუნდა მაგას რა დამავიწყებს. ზოგი პატარაობაში ბავშვურ სულელურ ქორწილს აწყობდა ჩვენ კი ზებუნებრივ არსებებზე ყველაფერი ვიცოდით.
-უცნაურები ვიყავით მაგრამ მაგარია.{ გთხოვთ კომენტარებში დაწერეთ რა არმოგწონთ და აუცილებლად გმოვასწორებ. მადლობა რომ კითხულობთ (ნუ თუ ვინმე კითხულობთ) }
YOU ARE READING
Narcissus ⭐
Fanfictionროკ ვარსკვლავის ჰარი სტაილსის და აგენტის ქეთრინ სპირსის დიდხნიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ მათი გზები ერთმანეთს გადაეყრება მას შემდეგ რაც იდუმალი მკვლელობების სერიები დაიწყება. ეს ორივე მათგანისთვის რთული გადასალახია. როგორ დამთავრდება ეს ყველა...