ადამიანები ამბობენ რომ,როდესაც ვინმე გიყვარდება: ყველაფერი გავიწყდება, აღარაფერზე ფიქრობ მის გარდა და შენს ორგანიზმში ცვლილებები ხდება. პეპლები დაფრინავენ თითქოს შენს მუცელში და ფიქრობ მის თითოეულ გაღიმებაზე.
თუ ხალხს დავუჯერებთ, მაშინ გამოდის რომ მე შეყვარებული ვარ.
ვუყურებ ვარსკვლავებს და ვფიქრობ. ჯერ მხოლოდ 3 დღეა ვიცნობ,სამი დღეა მასთან ვარ სახლში. სამი დღეა სულ ჩემს გვერდითაა.
- ნააჰ.. ალბათ შევეჩვიე და უბრალოდ რაღაც მეშლება.- ჩავიჩურჩულე ჩემთვის.
- რას შეეჩვიე?- მკითხა და გვერდით დამიჯდა.
- იმას რომ ის აღარ დაბრუნდება-სწრაფად ვუპასუხე და ვარსკვლავებს ავხედე.
- გენატრება?- მკითხა და ჩემს გვერდით დაწვა, ხელი თავს ქვემოთ ამოიდო და ისიც ვარსკვლავებს შეაჩერდა.
- არვიცი- ვუთხარი და მკრთალად გავიღიმე.
- იმედი მაქვს მალე იპოვი - მითხრა და ხელი ხელზე შემახო.
- არვიცი,იმედი თითქმის არ მაქვს.- ვუთხარი თვალები დავხუჭე - იცი? მას მაგონებ..
- რატომ?- გაკვურვებულმა შემომხედა
-არვიცი,მასსავით თბილი,ყურადღებიანი, საყვარელი და რაც მთავარია მხიარული ხარ - ვუთხარი და გავიღიმე
- მაგრამ მე არ ვარ..- დანანებით თქვა. მე კი საპასუხოდ გავუღიმე.
-გვიანია წავიდეთ სახლში?-მკითხა და გამიღიმა
მისი ღიმილი,საყვარელია როცა იღიმის, მისი ლოყა როცა იჩხვლიტება...
- ლუჰაან!-ხელებს მიქნევდა ჩანიოლი რომელიც ზემოდან დამყურებდა. მეც გამოვფხიზლდი და ფეხზე წამოვდექი.
- ჰომ წავიდეთ - ვთქვი და სახლისკენ წავედი.
☆☆☆☆☆☆☆☆
დილით თვალს ვახელ და პირველი რასაც ვუყურებ მოცისფრო ჭერია, რომელზეც პატარა ლურჯი წერტილებია გამოსახული.
ჭერიდან ყურადღება ტელწფონზე გადავიტანე და საათს დავხედე 08:29 საათია
საწოლიდან წამოვდექი და ოთახიდან გავედი, მთელ სახლში სიწყნარე სუფევდა, ჩანიოლის ოთახის კართან მივედი და ფრთხილად შევაღე, შიგნით შევედი,ოთახი ნაცრისფერი იყო, იატაკი შავი, საწოლიც კი ნაცეისფერი იყო,ასევე ნაცრისფერი ზეწრები და შიგ გახვეული მისტერ პაკი. ოთახის თვალიერებას შევეშვი და ყურადღება მასზე გაფავიტანე, ორივე ხელი ერთ დიდ ბალიშზე ქონდა მოხვეული , ერთი ფეხი მოკეცილი და 4 ანის ფორმა ჰქონდა.მისი შავი თმები საშინლად აბურდული იყო, თმა თვალებზე ჰქონდა და პირი ოდნავ დაღებული.
ოდნავ მივუახლოვდი და თმა ფრთხილად გადავუწიე, წატბები შეჭმუხნული ჰქონდა და ლოყები დაბერილი, მის დანახვაზე გამეღიმა და გადავწყვიტე ფოტო გადამეღო.
ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე და ფოტოც გადავიღე,ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე და სწრაფად გამოვედი ოთახოდან, სამზარეულოში ჩავედი და წვენი ავიღე,შემდეგ კი ტელევიზორის ყურებას შევუდექი.
უაზროდ ვათვალიერებ არხებს უკვე თითქმის 2 საათია და უკნიდან ხმა მესმის- დილამშვიდობის ლუ- უკან სწრაფად ვბრუნდები და ვხედავ თმებ აბურდულ,ლოყებ დაბერილ ჩანიოს რომელიც თვალებს ისევ ისრესდა, გამეღიმა და მისკენ სწრაფად წავედი.
- ჩანიოოლ- დავუყვირე და ხელები მოვხვიე.
-ლუჰანნი- დამიძახა და ჩამეხუტა.- რაიყო მოგენატრე?- მკითხა და გაეცინა
- უბრალოდ მოვიწყინე და - ვუთხარი და გავეკრიჭე
- აჰამ გასაგებია - მითხრა და სახეზე მომეფერა.
- უუმმ ჩანიიი..
- გისმენ- მითხრა და გამიღიმა
- არაფერი - ვუპასუხე და თავი დავხარე
- ეიი მითხარიი- მითხრა და ლოყები დაბერა
-მომწონხარ - დავიჩურჩულე იმ იმედით რომ ვერ გაიგონებდა
- ჰმმ რა თქვიი? ვერ გავიგე- დაიწუწუნა
- არაფერი - ვუთხარი და გავეკრიჭე.
- ჰო როგორ არა -მიხრა და მიმიხუტა. მეც ხელები მოვხვიე და თავუ ჩემს ყურთან მოიტანა
- მეც მომწონხარ ლუუ- თქვა და კისერში მაკოცა. მე კი გაშტერებული მივჩერებოდი კედელს.
-რრაათქვი?..- დავიჩურჩულე მაგრამ ისე რომ გაეგონა
- მომწონხარ - გამიმეორა და შემომხედა
-მართლაა?
- ჰო.-მითხრა მოკლედ და ჩამიხუტა.- მშიაა- თქვა და გაიცინა.
- აქ არაფერია- მხრები ავიჩეჩე და მას მივაჩერდი.
- მაშინ ჩაიცვი გარეთ წავიდეთ.- თქვა და გამიღიმა
-კარგიი- დავიძახე და სწრაფად ოთახში ავირბინე შავი შარვალი და თეთრი მაისური ჩავიცვი რომელიც ჩემს ზომაზე ძალიან დიდი იყო. სწრაფად ჩავედი მისაღებში.
- ჰმმ ეს მაისური მეცნობა- თქვა და ჩაიცინა.
- აამ.. ეს... ისაა.. ჰოოო... შენია და მიტო.- გავიცინე და სახლიდან გავედი
- დამიცადე მაინც მითხრა და გვერდით ამომიდგა,ხელი ხელზე მომკიდა და წინ წავიდა,ჩამეღიმა და ხელი ჩავკიდე.
- ჩანიი ნაყინიი ვიყოდოთ რაა- ვუთხარი და გავიკრიჭე.
- კარგი - მითხრა და კაფეში შევედით, უკან დავჯექით ფანჯარასთან საიდანაც ქუჩას უყურებდი, იმდენი ადამიანი ირეოდა,ზოგი ტელეფონში იყურებოდა,ზოგიც მუსიკებს უსმებდა და ჩაფიქრებული მიდიოდა, ზოგი გაცხარებული საუბრობდა ტელეფინზე, ნააჰ ერთმა გოგონამ გაირბინა რომელიც თან ცრემლებს იწმენდდა. მას ვადევნევდი თვალს სანამდეც შევძელი ,შემდეგ კი ისიც ხალხს შეერია და გაუჩინარდა.
- რას უყურებ?- მკითხა და შემომხედა.
- არაფერს ხალხს ვაკვირდები.- ვთქვუ და გავუღიმე.
- აი ინებეთ- თქვა ლამაზმა ახალგაზრდა გოგონამ და ჩვენი შეკვეთა მოგვიტანა წინ დაგვიდო,თავი დაგვიკრა და თავუს სამუშაოს დაუბრუნდა.
-მმ როგორი გემრიელია.- თქვა პირგამოტენილმა და ჭამა განაგრძო.
- მეც ჩემს ფრის მივუბრუნდი და ჭამას შევუდექი.
როდესაც ჭამას მოვრჩით გარეთ გავედით და სეირნობა დავიწყეთ. ჯერ მხოლოდ ოთხი დღეა ვიცნობ. და ამ ოთხ დღეში შეძლო და თავი მომაწონა, მასთან თავს მშვიდად ვგრძნობ და აღარაფერი მადარდებს.
დიდიხნით ვსეირნობდით კარგად გავერთეთ.
- ჩანიი ნაყინებიი?- ვუთხარი როდესაც სახლისკენ მივდიოდით.
- კიდევ გინდაა? - მკითხა და გაიცინა
- ნაყინი და შოკოლადები ორი რამ რას სულ მინდა - ვუთხარი და გავეკრიჭე
-კარგი ვიყიდოთ - მითხრა და მაღაზიაში შევედით.
ბევრი ნაყინები ავიღეთ თითქმის ყველანაირი.
- ჩაან შეიკი? - ხელში ბოთლები ავათამაშე და კალათში ჩავუწყვე.
მაღაზიიდან ორი დიდი პარკით გამოვედით. ერთში სასმელები იდო,მეორე კუ ნაყინებით იყო სავსე. რათქმაუნდა ნაყინები მე მომქონდა . ცალ ხელში კი შეიკის ბოთლი მეჭირა და ნელა ვსვავდი.
სახლში როდესაც შევედით სამზარეულოში შევედით და ყველაფერი მაცივარში შევინახეთ. ერთი ბოთლი ისევ დავიტოვე და მაგიდაზე შემოვჯექი,თან შეიკს ვსვავდი. რომელიც სასმელზე მეტად ლიმონათი უფრო იყო.
ჩანი ჩემს წინ იდგა,ფეხები წელზე მოვხვიე და ჩემსკენ მოვქაჩე, მკრთალად გავიღიმე და ბოთლი გვერდით დავდე,თითით მის ლავიწებზე ვთამაშობდი,სახე ყელთსნ მივუტანე,ახლოს ვიყავი და ჩემი სუნქვა მის კანს ეცემოდა,უფრო მივუახლოვდი და კისერში რამდენიმე ნაზი კოცნა დავუტოვე. მაღლა ავიწეიე ნიკაპზე ვაკოცე და თითი მის ტუჩს გადავატარე,რომელიც წითელი იყო. გაეღიმა ჩემს ქცევაზე და უფრო მომიახლოვდა,ჩვენს შორის მანძილი თითქმის აღარ იყო. ჩვენი სუნთქვა ერთმანეთში ერეოდა. ტუჩები ერთმანეთისკენ იწევდნენ.*********
არ მეგონა ახალ თავს ასე მალე თუ დავერდი,მაგრამ ყველაფერი მწონდა რაც მჭირდებიდა წერისთვის: ტელეფონი, დრო,მუსიკები და რაც მთავარია მუზა.
იმედიმაქვს მოფეწონებათ.💖💙💙
YOU ARE READING
Love Me Right ( დასრულებული)
Fanfictionისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭზე რომელმაც მეგობარი დაკარგა ის მის მეგობარს თვეები ეძებს. და ამ ძიებაში შეხვდება მას ვინც მის უბრალო ცხოვრებას გააფერადებს და რადიკალურად შეცვლის.