- პატარაააა! ლუჰააან!! გაიღვიძეე დაგაგვიანდება- მესმის ბოხი ხმა რომელიც თავზე დამყვირის და ძილის სურვილს მიკარგავს.
საწოლიდან უხმოდ ვდგები, და სააბაზანოში შევდივარ,შხაპს ვიღებ და ხალათს ვიფარებ . ოთახში შევდივარ, ვხედავ რომ ცარიელია. ამიტომ სწრაფად ვიცვავ და სამზარეულოში ჩავრბივარ.
ისიც როგორც ყოველთვის ღუმელთან დგას და სადილს მიკეთებს . მის ამ ქცევაზე მეღიმება და ზურგიდან ვეხვევი.
ჩემს ამ ქცევაზე იღიმის ჩემსკენ ბრუნდება და მის დიდ მკლავებში მიქცევს.
- სადილი მზადაა -მითხრა და ღუმელი გამორთო.
* * * *
მთლიანად სველი ვარ, ოფლში ვცურავ.
თვალებს სწრაფად ვახელ და საწოლზე ვჯდები.
უკვე ოთხი თვეა ერთიდაიგივე სიზმარი მესიზმრება, ყოველთვის ერთიდაიგივე მომენტი.
ვმშვიდდები და აბაზანაში შხაპს ვიღებ,ტანსაცმელს ვიცვავ და ფურცლებს ვიღებ.
დღეს 25 ივლისია. მეოთხე თვეა ყოველდღე ფოტოებით დავბოდიალობ ქუჩებში ხალს ვაჩვენებ ქუჩებში ვაკრავ.
იმის იმედით რომ ვიპოვი. მაგრამ ამაოდ.
იმედს მაინც არ ვკარგავ!
ახლაც ქუჩაში დავბოდიალობ ალბათ ას ადამიანზე მეტს ვკითხე.
ახლაც .. აი მოდის.. თვალები მიწყლიანდება და ჩემს წინ მდგომ ბიჭს ვუყურებ. რომელიც მას ძალიან გავს.
- უკაცრავად - შევაჩერე მაღალი ,ჩემსკენ შემოტრიალდა და დაინტერესებული სახე მომაპყრო . მეც აკანკალებული ხელით გავუწოდე ფოტო და ვკითხე.
- ეს..ეს ბიჭი ხომ არ გინახავთ? ან ხომ არ იცნობთ?- დანაღვლიანებული სახით შემომხედა. და დანანების ნიშნად თავი გააქნია.
- ჯანდაბა.ძალიან გავს! იქნებ ისაა და არ ახსოვს?!. - თავში უამრავი ფიქრი მიტრიალებდა.
ფიქრებიდან კი მის ხმას გამოვყავარ
- კარგად ხარ? - ხელს მკიდებს და იქვე მდებარე კაფესთან მივყავარ სკამზე მსვავს და წყალს მაწვდის. მე კი გაშტერებული ვუყურებ.
გვერდით დამიჯდა . მე კი ვერავერაფერს ვამბობ.
წყალი დავლიე .
- რა გქვია?- ისევ მესმის მისი ბოხი ხმა და მგონია რომ ახლა ის მიზის წინ.
- ლ..ლუუჰანიი- ბორძიკით ვეუბნები და დაბლა ვიყურები.
- სასიამოვნოა მე ჩანიოლი ვარ.- მითხრა და გაიღიმა .
შევხედე და მისი ზედმიწევნით შესწავლა დავიწყე. პირველი რაც თვალში მომხვდა მისი დიდი ყურები იყო, დამბოს მაგონებდა. შემდეგ მისი სახე განსხვავებული გარეგნობა. თუმცა .ჩანიოლი მას ძალიან გავდა. მისი ღიმილი.
ის არ მიცნობდა მაგრამ მიღიმოდა. გულწრფელად იღიმოდა და არა მოვალეობის მოხდის მიზნით.
ფეხზე ავდექი, სახლში უნდა დავბრუნებულიყავი.
ფოტოები ძირს დამეყარა. დავიხარე და მათი აკრეფა დავიწყე. ჩანიოლიც მომეხმარა - იქნებ სახლამდე გამოგყვე?- მკითხა და მორცხვად გამიღიმა
- კარგი.- ჩუმად ჩავილაპარაკე და თავი დაბლა დავხარე.
ფეხით მივდიოდით, ბნელდებოდა.
სახლამდე ჩანიოლზე ბევრი რამ გავიგე, უყვარს სიმღერა, რეპერია, თანაც ძალიან საყვარელი.
- ვინ არის ვისაც ეძებ? რატომ ეძებ?- მოულოდნელად მკითხა, მე კი გავჩერდი, აქამდე არავის უკითხავს მასზე,უბრალოდ მართმევდნენ ფურცლებს და თავიანთ გზას აგრძელებდნენ.
-ის.. -ლაპარაკი დავიწყე, როცა საშინლად გაწვიმდა.***************
მოგესალმებით,ახალი ფიკით.
წინა ფიკი ჰუნჰანზე იყო, დარწმუნებული ვარ ყველას გაუკვირდება ჩანიოლი და ლუჰანი.
თავიდან ჩანბექზე ვაპირებდი ამის დაწერას,მაგრამ ჩანბექზე ბევრია და გადავწყვიტე ახალი წყვილი მომეფიქრებია.
იმედი მაქვ მოგეწონებათ.
ახალ თავებს რაც შეეხება შევეცდები კვირაში ერთხელ ან ორჯერ დავდო. შემდეგი თავის იდეები მაქვს. და ვეცდები არ გალოდინოთ.
იმედი მაქვს მოგეწონებათ.💙
YOU ARE READING
Love Me Right ( დასრულებული)
Fanficისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭზე რომელმაც მეგობარი დაკარგა ის მის მეგობარს თვეები ეძებს. და ამ ძიებაში შეხვდება მას ვინც მის უბრალო ცხოვრებას გააფერადებს და რადიკალურად შეცვლის.