პიტის პოვ.
გადავწყვიტე ესთვის საჩუქარი მეყიდა,რადგან მან ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა მე კი არასდროს არაფერს ვუკეთებ.
პონდს ვთხოვე რჩევა საჩუქართან დაკავშირებით მან კი მითხრა ბუცები უყიდეო,სჭირდება და თან გაეხარდებაო.იმედი მაქვს ეს მართლა მოეწონება.
-პიტ,ჯერ არ გძინავს?-დედაჩემი კარებზე აკაკუნებს და შემდეგ შემოდის.
-არა ჯერ არ დამიძინია,მოდი,რა არის?-მიახლოვდება,მე კი წელზე ხელს ვხვევ.
-პიტ 18 წლისხარ, მაგრამ ბავშვს გავხარ.-მეუბნება და მხრებზე მეფერება.
-მე ყოველთვის ბავშვი ვიქნები შენთვის.-ვეუბნები და ორივე ვიღიმით.
-პიტ ყოველდღე გვიან ბრუნდები სახლში.-მითხრა მე კი ნერვიულად გავიცინე.-მე უბრალოდ ვღელავ როდესაც გვიან ბრუნდები სახლში.ამაზე მინდა დაგელაპარაკო.
-რის შესახებ გინდა დამელაპარაკო?
-პიტ... გინდა საკუთარი ბინა გქონდეს?
-კი.
-არ მინდა ჩვენი სახლიდან წახვიდე,მე უბრალოდ მინდა რომ შენ გქონდეს ბინა სადაც დარჩები,რადგან გვიან რჩები მეცადინეობას.ასევე არ მინდა ესე გვიან მანქანით დაბრუნდე სახლში ყოველ დღე,ამის გამო ძალიან ვნერვიულობ.სწორედ ამიტომ ვფუქრობ რომ უნდა გქონდეს საკუთარი ბინა,ისეთი როგორიც შენ გინდა..........და..
-კიდე რა არია დედა?-ორივეს გაგვეცინა.
-გეფიცები ეს მართლა ბოლოა.
-კარგი გისმენ.
-შენ თუ გინდა ღამე გახვიდე ესთან ერთად და ეს არ გინდა ვიცოდე...
-არა....ჩვენ არასდროს გავდივართ ღამე გარეთ.-მის სახელს რო მიხსენებს მეშინია არ გავწითლდე და არაფერს მიხვდეს.მართალია იცის რომ გეი ვარ მაგრამ ჯერ არ მინდა იცოდეს ე-ს და ჩემი ურთიერთობის შესახებ.
-არ გჭირდება ანუ საკუთარი ბინა?
-....მჭირდება.....მაგრამ მართლა.....ჩვენ არ გავდივართ გარეთ ღამით.

YOU ARE READING
Love by chance
Romanceსერიალი Love by chance ის მიხედვით! პიტ&ე(Ae)-პიტი მდიდარი სიმპატიური ბიჭია და ბევრი გოგოს ყურადღებასაც იქცევს,თუმცა მას ბიჭები მოსწონს. მეგობრები არ ჰყავს და ხშირად ბულინგის მსხვერპლიც კი ხდება. მის რთულ პერიოდში კი გამოჩნდება ბიჭი ე რომელიც მასზე...