სერიალი Love by chance ის მიხედვით!
პიტ&ე(Ae)-პიტი მდიდარი სიმპატიური ბიჭია და ბევრი გოგოს ყურადღებასაც იქცევს,თუმცა მას ბიჭები მოსწონს. მეგობრები არ ჰყავს და ხშირად ბულინგის მსხვერპლიც კი ხდება.
მის რთულ პერიოდში კი გამოჩნდება ბიჭი ე რომელიც მასზე...
პიტის პოვ. უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი რათა სტადიონზე წავსულიყავი, როდესაც ტინმა დამირეკა და მთხოვა შევხვედროდი, საქმე ჰქონდა და მითხრა რომ სტადიონზე მოვიდოდა ამიტომ მეც დავთანხმდი.
გზაშივე შევეჩეხე ტინს და სტადიონზე ასასვლელ კიბეებთან წამიყვანა.
-რისი თქმა გინდა?
-ვიცი......შენ ძალიან ახლოს ხარ იმ ღარიბ ბიჭთან.
-მისი სახელია ე.
-მაგას მნიშვნელობა არ აქვს.ვიცი....შენი ურთიერთობა უჩვეულოა.-საშინლად დავიბენი,არ ვიცოდი რა მეთქვა. ჩემსკენ გამოიწია და კედელზე ამაკრო.
-რა გინდა?
-იმ ღარიბ ბიჭთან ყოფნას,უკეთესი იქნება ჩემთან იყო.
და ზუსტად ამ დროს ე მოვარდა და ტინს დაუყვირა.
-არ შეეხო ჩემს კაცს!
-"შენს კაცს"?
-ჰო! პიტი ჩემია!
-ე....-ვცდილობდი დამემშვიდებინა მაგრამ ამაო იყო.
-გაიგე?პიტს აღარ მიუახლოვდე ახლოს!-ესღა თქვა და კიბეებზე ამათრია,ვეცადე გამეჩერებინა მაგრამ ის მაინც მიმათრევდა და ბოლოს გასახდელში კარადაზე მიმანარცხა.
-რას აკეთებდა?-მიყურებდა გაცეცხლებული თვალებით.
-....ის არაფერს აპირებდა.....
-რატომ იყო მისი სახე შენთან ძალიან ახლოს?
-ის....უბრალოდ ხუმრობდა.-ნელნელა მიახლოვდებოდა და სუნთქვა უფრო მიძნელდებოდა.
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.