Part 11

73 9 0
                                    

პიტის პოვ.
გათენდა და როგორც ყოველთვის ჯერ წყალი დავლიე და შემდეგ ნოუთბუქს მივუჯექი.
ჩემთვის ფეისბუქში ვათვალიერებდი ფოტოებს როდესაც ტელეფონის ეკრანი განათდა.
გავხსენი და ეს მესიჯი დამხვდა.

ე:მოხვალ უნივერსიტეტში?
პიტი:არ ვიცი ჯერ,რაიყო?-სანამ მესიჯი მომივიდოდა ერთი ყლუპი წყალი მოვსვი, რომ მომწერა და მესიჯი წავიკითხე წყალი გადამცდა.
ე:მომენატრე.მინდა შენთან სიყვარულით დავკავდე,პატარავ.-ამაზე ვერაფერი ვუპასუხე.

ე-ს პოვ.

ჩანთას ვჩხრიკავ მაგრამ ტელეფონი არსად არის.
იქვე კიბეზე პონდი იჯდა და ვიფიქრე მას ექნებოდა.

-პონდ ჩემი ტელეფონი ხომ არ გინახავს?-რომ დავხედე მას ეჭირა, წავართვი და პიტს წერდა.
"მომენატრე.მინდა შენთან სიყვარულით დავკავდე,პატარავ."
ჯანდაბა ეს ბავშვი სულ გაგიჟდა.
ყელზე ძლიერად მოვხვიე ხელი და თან პიტს დავურეკე.

-დამახრჩობ ე...გამიშვიი.-წიკვინებდა მაგრამ არ ვუშვებდი,ამასობაში პიტმა მიპასუხა.

-ჰომ...

-გამარჯობა,პიტ.ჩემი ტელეფონი პონდს ჰქონდა და მან მოგწერა ეს.

-შენ ვერ ეუბნები მას და მეც დაგეხმარე.-როხროხება პონდი.

-დრო მომეცი ჯერ ამ იდიოტს უნდა მივხედო.

-კარგი.-ამბობს და ვუთიშავ,პონდიც ხელიდან მისხლტება.

-კლასში გნახავ.-და გარბის.

ტელეფონს ვიღებ და პიტს ვწერ.

ე:მაგრამ პონდი ერთ რამეში მართალია.მომენატრე.
________________________________________

პიტის პოვ.

მეორე დღეს უნივერსიტეტში წავედი და პარკინგზე ე დამხვდა.
ღმერთო ისე მომენატრა რომ ამას სიტყვებითაც ვერ გადმოვცემ.

-ჰეი,შენ.რამდენი დღეა არ მინახიხარ.

-გამარჯობა ე.

-ნუ მორცხვობ,თორემ მერე მეც მრცხვენია.რატომღაც ვნერვიულობ.

Love by chanceWhere stories live. Discover now