II. შეხვედრა სასურსათო მაღაზიაში

358 54 16
                                    

სოკჯინმა გადაწყვიტა თავისი მშობლების მაგივრად წასულიყო საყიდლებზე, რადგან ისინი ძალიან დაკავებულები იყვნენ. ახლახანს დაუმთავრდა თავისი საყვარელი გაკვეთილი ნაკლებად საყვარელ მასწავლებელთან.

მახინჯი! ჯინს გააჟრჟოლა მასზე ფიქრის დროს. ის განყოფილებებს შორის დადიოდა და კალათში ყრიდა ყველაფერს, რაც სჭირდებოდა. სანელებლების განყოფილებასთან გაჩერდა და სათითაოდ გასნიჯვა დაუწყო. გაახსენდა, რომ რომელიმე უნდა წაეღო შინ თავისი მშობლებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ის მათთან დიდხანს აღარ გაჩერდებოდა. და მაინც, რომელი სუნელი უნდა აეღო?

ამოიხვნეშა, რადგან ვერაფერი აარჩია. "დავბრუნდები როცა გადავწყვეტ" წაიჩურჩულა თავისთვის და შემდეგ განყოფილებაში გადავიდა.

ნამჯუნი მძიმედ დააბიჯებდა მაღაზიაში. მას ქათამი ჰქონდა ნაყიდი პატარა საყვარელ რესტორანში, წესით გემრიელი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ სიტყვისგან ძალიან შორის იყო. უგემური იყო, რადგან არ ჰქონდა არანაირი სანელებელი. ნამჯუნს ეზიზღება საჭმელების გაკეთება, თუმცა ახლა მან თავისით უნდა გაუკეთოს ქათამს სანელებელი. ეს მას ძალიან აბრაზებს.

ნამჯუნმა იპოვა გზა სანელებლებისკენ და პირი ღია დარჩა, რადგან უამრავი მწვანილი და სუნელი იდო ასარჩევად. იმედგაცრუებული იყო. გადაწყვიტა თავი ხელში აეყვანა და მის წინ მდგომი უცნობისთვის ეკითხა რჩევა. ამ უცნობს რამოდენიმე სანელებელი კალათში ეწყო, ორიც კი ხელში ეჭირა. აშკარად იცოდა, რასაც აკეთებდა.

"უკაცრავად, მაგრამ შეგიძლიათ მითხრათ ქათამს რა მოუხდება?" უცნობმა თავი დაუქნია. "ამმ, შეგიძლიათ რამე მირჩიოთ? ასეთ რაღაცებში კარგად ვერ ვერკვევი," მორცხვად უთხრა ნამჯუნმა.

"ეს სცადეთ," კაცმა მას აჩვენა კონტეინერი ქათამზე მოსაყრელი ფხვნილით სავსე.

"კარგით მადლობა" ჩუმად უთხრა ნამჯუნმა.

"არა," წამოიძახა ნაცნობმა ხმამ. "ეგ საზიზღრობაა. მაგას ნამდვილად არ იყენებენ ქათმისთვის." ნამჯუნს თვალები გაუფართოვდა გაოცებისაგან, როცა კლასის ყველაზე უხეშმა მოსწავლემ სანელებელი ხელიდან გამოგლიჯა.

ნამჯუნის გონება ფიქრებით აივსო. გამოჭერის შიში დაეუფლა. ვერმისცემდა თავის ვერც ერთ სტუდენტს უფლებას, რომ მისი სილამაზე დაენახათ თორემ სინააღმდეგ შემთხვევაში დიდ დროს დაუთმობდნენ მის ყურებას და არა მისგან რაიმეს სწავლას.

სოკჯინმა უთხრა იდიოტ უცნობს, რომ დაკარგულიყო ადგილიდან. სცენების დადგმის შემდეგ (მან სანელებელი ფხვნილი ესროლა უცნობ კაცს) მოუბრუნდა ნამჯუნს და ზრდილობიანად გაუღიმა. "გეფიცები არ ვარ გიჟი" უხერხულად გაიღიმა და კისრის მოფხანა დაიწყო.

ჯინი მოტრიალდა, ოღონდ ახლა ზუსტად იცოდა რომელი სანელებელი უნდა აეღო. "კარგი..., ახლა გეტყვი რომელი აიღო და იმას აიღებ. ეს იქნება გაკვეთილი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება." უთხრა და რამოდენიმე ნამიჯით უკან დაიხია თაროებისგან. "ვერ მოგცემდი უფლებას სამოთხისებური გემო 'გაგემაზა'"

ნამჯუნმა ჯინს ახედა 1 წამზე ნაკლები დროით და თავი დაუკრა. ცდილობდა უხეში არ გამოსულიყო, თუმცა არც უნდოდა გამოეჭირა. ეს ნამდვილად რთული დავალება იყო. ნაბიჯი წინ გადადგა და ჯინს დაბალ ხმაზე უთხრა 'კარგი.'

Ugliets Professor [NamJin], Georgian TranslationWhere stories live. Discover now