სოკჯინი დადიოდა 'Bulletproof-ის უნივერსიტეტის' მთავარ შესასვლელში. დღეს მას ჰოსოკთან ერთად გაკვეთილები არ ჰქონდა, რაც საშინელება იყო. უფრო საშინელება კი ის იყო, რომ ნამჯუნის კლასისთვის უნდა ჩაევლო და მისი მახინჯი სიფათისთვის ეყურებინა სხვა კლასებში შესვლამდე.
"რა? არანაირი შეურაცხყოფა?" პროფესორმა კიმმა გამოიწვია მშვიდად მიმავალი ჯინი. მასწავლებელი ვარაუდობდა, რომ ჯინმა სიმართლე გაიგო და თავს სწორედ ამიტომ არიდებდა, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ ყოფილა მიზეზი.
ზარი დაირეკა და ჯინის ცხვირწინ კარები მოჯახუნდა. მან პირველად დააგვიანა გაკვეთილზე მთელი სწავლების პერიოდის განმავლობაში. სამწუხაროდ 'Bulletproof უნივერსიტეტში' როცა კარი დაიხურება აღარ იღება გაკვეთილის დასრულებამდე. არანაირი გამონაკლისები.
ჯინიც ადგა და გარეთ გავიდა. დაჯდა შადრევნის გვერძე, რომელსაც თევზის ფორმა ჰქონდა და ტირილი დაიწყო. სახალხოდ ტირილი ჯინის საქციელს ნამდვილად არ ჰგავდა.
ჯინი იმ დღეს თავისთავს არ ჰგავდა.
არც შემდეგ დღეს ჰგავდა საკუთარ თავს...
არც იმის შემდეგ და არც იმის შემდეგ.ბიჭი მანქანაში ცხოვრობს და მხოლოდ წყლითა და პურით იკვებება, ნუ შეიძლება ითქვას მხოლოდ ამის ფული აქვს. ის უბრალოდ ვერ წავა და ვერ დახარჯავს მთლიან ფულს საჭმელებში. ბენზინისთვისაც კი არ აქვს საქმარისი ფული. ჰოსოკი სახლში აპარებს ღამ-ღამობით დასაბანად და კბილების გასახეხად, სულ ესაა.
ჩვეულევრივ ჰოსოკის მშობლები მოხარულები იქნებოდნენ ჯინის სახლში მიღებისთვის. უბრალოდ ისე მოხდა, რომ მამამისმა დაურეკა მათ და შეატყობინა, რომ ის ჰომოსექსუალია, რისი მომხრეები არც ჰოსოკის მშობლები არიან. ეს არ ნიშნავს, რომ მათ ჯინი ეზიზღებათ, უბრალოდ არ უნდათ ჰოსოკზეც მოახდინოს გავლენა. მის ცხოვრებაში აღარაფერია ჩვეულებრივი.
YOU ARE READING
Ugliets Professor [NamJin], Georgian Translation
Fanfictionკიმ ნამჯუნი ყველაზე მახინჯი პროფესორია Bulletproof უნივერსიტეტში... ...ხოდა მათ იფიქრეს. Credits To: @HobisHearteu